სანდრო როსელმა და პეპ გვარდიოლამ ერთად ისადილეს, რათა განეხილათ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალი და მოემზადებინათ იმ ფეხბურთელთა სია, რომელთა შეძენა საჭირო იქნება მომავალი სეზონისთვის.
პეპ გვარდიოლა და როსელი შეხვდნენ უახლოესი მომავლის განსახილველად. იმ გეგმის შესადგენად, თუ როგორ წარიმართება 28 მაისს, ”უემბლიზე” ”მანჩესტერ იუნაიტდეთან” გასამართი მატჩი. შეხვედრას ასევე დაესწრო კლუბის გენერალური დირექტორი, ანტონი როსიჩი, ტექნიკური დირექტორი სპორტულ საკითხებში, ანდონი სუბისარეტა, ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართოლომეუ, მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, ტიტო ვილანოვა, ასევე კლუბის შიდა საქმეების პასუხისმგებელი, მანუელ ესტიარტე.
ეს შეხვედრა მწვრთნელსა და პრეზიდენტს შორის არის მეორე, მადრიდში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩის წინ შემდგარი შეხვედრის შემდეგ.
28 მაისს ფინალთან დაკავშირებული საკითხებს მოგვარების გარდა გვარდიოლამ და როსელმა განიხილეს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც მომავალ სეზონში გუნდის გაძლიერება შეუძლია.



