მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არდა თურანი: არ ვიცოდი, “ბარსელონაში” თუ გადავდიოდი

არდა თურანი: არ ვიცოდი, “ბარსელონაში” თუ გადავდიოდი

კვლავ “ბარსელონას” თურქმა ნახევარმცველმა, არდა თურანმა, სოციალური ქსელის მეშვეობით, კატალონიურ კლუბში გატარებული დრო გაიხსენა და თქვა, რომ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება არ მისცემია.

“ბარსელონაში გადასვლას ვინანებდი, ცუდად რომ მეთამაშა, მაგრამ ვალვერდეს ჩემთვის ერთი წუთიც კი არ მოუცია. მე ვიყავი ის, რომელმაც მესისა და სუარესის შემდეგ, ყველაზე მეტი საგოლე პასი გააკეთა წინა სეზონში”.

თურანმა, ასევე, განაცხადა, რომ აგენტმა “ბარსასთან” არსებული შეთანხმება დაუმალა და ამის შესახებ შემთხვევით გაიგო.

“ჩემს წარმომადგენელს, აჰმეთ ბულუთს, არ უთქვამს, “ბარსელონამ” რომ შემიძინა. შეთანხმების შესახებ 15 დღის შემდეგ გავიგე. მე მეგონა, რომ “ბაიერნში” გადავიდოდი, რადგან ერთი წლით ადრე, ჩემი “მანჩესტერ იუნაიტედში” ტრანსფერში ბოლო წუთს ჩაიშალა.

როდესაც მე და აჰმეთ ბულუთი ერთად ვიყავით, მისი ჩანთიდან დოკუმენტები გადმოცვივდა. მე ქაღალდებზე “ბარსას” ემბლემა დავინახე. ვერ ვიჯერებდი. აჰმეთმა კი მითხრა, “მოდი, მოდი, დოკუმენტებს გაჩვენებ”, – თქვა 33 წლის თურანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქი ზაფხულში “გალათასარაის” შეუერთდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • სპარტაკი
    schedule 10 მაი 2020, 07:58

    ნუ ბარსაში თავიდანვე ვიფიქრე რომ დიდი დრო არ ექნებოდა… თორე ატლეტიკოში ცუდი მართლა არ იყო..

  • M10 S9 D11
    schedule 09 მაი 2020, 15:48

    ნეტა რატო მოიყვანეს ეს

  • messi and iniesta
    schedule 09 მაი 2020, 15:07

    ნეტავ დაიბრუნონ და მისცენ დრო კიდევ

  • dembelle
    schedule 09 მაი 2020, 11:55

    ცარიელა ჟილკა იყო ეს ჩემაალა