workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არიედო ბრაიდა: არტურმა იცის, როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთი

არიედო ბრაიდა: არტურმა იცის, როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთი

“ბარსელონას” ყოფილმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ Tuttosport-თან ინტერვიუში კლუბის ბრაზილიელ ნახევარმცველზე, არტურ მელოზე ისაუბრა, რომელსაც ტურინის “იუვენტუსს” აქტიურად უკავშირებენ.

სწორედ ბრაიდამ მიიწვია არტური “ბლაუგრანაში” და მას ძალიან კარგად იცნობს.

“ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელსაც შესანიშნავი ტექნიკა, ძალიან კარგი დრიბლინგი და მოკლე პასი აქვს. მას ბურთის მიღება და მასთან მუშაობა უყვარს. არტურმა იცის, როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთი და როცა ეს ასეა, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.

მაგრამ არტური არა მხოლოდ დრიბლინგი და კონტროლია, ის არის ასევე მოთამაშე, რომელსაც მნიშვნელოვანი გოლების გატანა შეუძლია. მოკლედ, თანამედროვე ნახევარმცველი. არტური არც ისე აგრესიულია, მაგრამ ის ნახევარმცველია, რომელიც, გარდა იმისა, რომ კარგად მოძრაობს ბურთით, შეუძლია თამაშში საკუთარი თავი ჩართოს, აქვს კარგი დარტყმა და გოლის გატანაც შეუძლია.” – თქვა ბრაიდამ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 30 აპრ 2020, 19:22
    #1

    და ამ კაცის გაშვება უნდათ ნუ გაზეთები ამას წერენ შანსი არაა არტურს არავინ გაუშვებს ხავის მერე ესეთი ნახევარ მცველი არ გვყოლია გუნდში