დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩავიმ ყვითელი ბარათები ,,დააგროვა” და ,,კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრას ,,ვალიადოლიდთან” გამოტოვებს. ჩავიმ ყვითელი ბარათი პროტესტის გამოხატვის გამო მიიღო, მისი აზრით მსაჯს სასტვენი არ ჰქონდა მიცემული და ,,სევილიას” მეორე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. ჩავიმ განაცხადა: ,,მე არ ვიქნები, მაგრამ მთელი გულით ვიქნები გუნდთან ერთად”. ჩავის ადგილს ბოლო ტურში ალბათ იაია ტურე დაიკავებს. ბუსკეტსი-ტურე-კეიტა – არის სხვა ალტერნატივებიც, მაგალითად ტიაგო ალკანტარა ან სულაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის ,,ჩამოწევა”.
,,ბარსას” ფანებისთვის ყველაზე სასიხარულო კი რა თქმა უნდა ინიესტას დაბრუნება იქნება. ,,დონ ანდრესი” შეეცდება მზად იყოს, იქნებ სასტარტოშიც გამოჩნდეს და ,,თამაში წაიყვანოს”.
ბოლო ტურში არ ითამაშებს მაქსველიც, მან ყვითელი ხ. ნავასთან თამაშისას მიიღო. თუმცა ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, ვინაიდან ერიკ აბიდალმა გუშინ ითამაშა და პრობლემები აღარ უნდა ჰქონდეს.
წყარო: sport.es;elmundodeportivo.es;