workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” ინიციატივით დაინტერესდა

“მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” ინიციატივით დაინტერესდა

გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსელონას” ნელსონ სემედუს “მანჩესტერ სიტის” მარჯვენა მცველში, ჟოაუ კანსელუში გაცვლა სურს.

Sport-ის ინფორმაციით, აღნიშნული ბარტერით “ქალაქელებიც” დაინტერესდნენ, რაც გარიგებას რეალურს ხდის. გარდა ამისა, “ნელსინიოსა” და კანსელუს საერთო აგენტი, ჟორჟე მენდეში ჰყავთ.

წყაროს დასძენს, რომ პეპ გვარდიოლას 26 წლის ფეხბურთელის შეძენა ისედაც სურს, ამიტომ ინგლისელები პორტუგალიელის გადაბირებას მის თანამემამულეში გაცვლის გარეშეც განიხილავენ. “ბარსა” ნელსონს 40 მილიონ ევროდ აფასებს.

“მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრებს მომავალ ზაფხულში “იუვენტუსიდან” მოყვანილი კანსელუს გაყიდვა ნამდვილად არ გაუკვირდებათ. პორტუგალიელმა კაილ უოკერს, რომელიც პეპის პირველი არჩევანია, სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია.

Transfermarkt-ის ვერსიით, ნელსონ სემედუ – 32, ხოლო ჟოაუ კანსელუ 36 მილიონ ევროდაა შეფასებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • El pistolero 9
    schedule 22 აპრ 2020, 00:48
    #8

    პეპი ამისგან მეორე ალვესს დააყენებს და მერე დაიწყეთ ტირილი.არ მესმის ბარსა სიტის ზამენას რატო ყიდულობს ძირითადისთვის???!!!!

  • shu1987
    schedule 21 აპრ 2020, 15:15
    #7

    სემედუ უფრო სწრაფი და ტეხნარია რად უნდათ კანსელუ ?? ნაკრებში სემედუს დუბლიორად იქცა და რეგრესს განიცდის რაც დრო გადის, აი სემედუ კი ვითარდება დაცვითი ფუნქციებიც უკეტესი აქვს.

  • Don_Andresito
    schedule 21 აპრ 2020, 01:50
    #6

    ციტატა: lukicha-barca
    მე მორჩევნია კანსელო სემედუს და თქვენი არ ვიცი დაცვაში ძალიან სუსტია და ნუ გგონიათ თუ პეპი არ ათამაშებს იმას არ ნიშნავს რომ ცუდი ფეხბურთელია პირიქით ძალიან მაგარია კანსელო უმაგლესი კლასის მარჯვენა მცველია გვარდი რას ერჩის ნამდვილად არ ვიცი.სემედუც მომწონს ბაზ არა მაგრამ კანსელოს მეტი კლასი აქვს ჩემი აზრით


    აი სემედო მიეცი პეპს და დანი მიმიქარავს ისეთ მმცველს დადებს. ცოტა პროგრესი ჭირდება მაგ ბიჭს და ვერც ვალვერდე წაეხმარა და ვერც სეტიენი. ვალვერდემ დაჟე უკან დახია ეგეც და სხვაც ბევრი. პასის კულტურას დახვეწავს, სისწრაფე და ტექნიკა აქვს, შეტევა იმიტო არ გამოსდის რო ბოლო პასი არ აქვს, არც ალვეშს ქონდა მარა დახვეწა პეპმა. ვოლკერიც მაგრად მოხოდა და სემედო ბევრად უკეთესი მგონია მონაცემებით ვიდრე ვოლკერი და კანსელო. მარა კანსელოს ესპანეთში ნათამაშები აქვს, თან ცოტა უფრო ისეთი მასტია, ჯიუტი. ხოდა შეიძლება ჩჩვენ უფრო გამოვიყენოთ მარა მე უფრო ემერსონი მეიმედება. მაგრად მომწონს ეგ ბიჭი.

  • lukicha-barca
    schedule 21 აპრ 2020, 00:32
    #5

    მე მორჩევნია კანსელო სემედუს და თქვენი არ ვიცი დაცვაში ძალიან სუსტია და ნუ გგონიათ თუ პეპი არ ათამაშებს იმას არ ნიშნავს რომ ცუდი ფეხბურთელია პირიქით ძალიან მაგარია კანსელო უმაგლესი კლასის მარჯვენა მცველია გვარდი რას ერჩის ნამდვილად არ ვიცი.სემედუც მომწონს ბაზ არა მაგრამ კანსელოს მეტი კლასი აქვს ჩემი აზრით

  • ნელსონ სემედუ
    schedule 20 აპრ 2020, 23:12
    #3

    ხელი არდაედოს ჩემ ნელსინიოს!!!

  • M10 S9 D11
    schedule 20 აპრ 2020, 22:49
    #2

    დაინტერესდებოდა აბა რას იზავდა ჩვენ შემოგვტენიან ნაგავ კანსელოს და თვითონ წაიყვანენ სემედუს და გვარდი დააყენებს მხეცად არავითარ შემტხვევაში არ უნდა გავუშვათ სემედუ

  • Wtf man
    schedule 20 აპრ 2020, 22:40
    #1

    ალვეშის წასვლის მერე ეგ ფლანგი მკვდარია და არამგონია კანსელომ უშველოს ეგ რო ძლიერი იყოს გვარდი არ გაუშვებდა. ვოლკერში გაცვალონ და ფულიც დაუმატონ თუ საჭირო გახდა ეგ კი მოაგვარებდა მარჯვენა ფლანგის პრობლემას