workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დანი ალვესი მოურინიოს, “ბარსას” დირექტორებისა და პრესის შესახებ

დანი ალვესი მოურინიოს, “ბარსას” დირექტორებისა და პრესის შესახებ

როცა დანი ალვესი ლაპარაკს იწყებს, აუცილებლად ჟურნალის გარეკანზე ხვდება. Marca-მ გადაწყვიტა, ბრაზილიელის ცნობილი გამონათქვამები გაგვახსენოს.

კარიერის დასაწყისი

უამრავი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის მსგავსად, ალვესის მთავარი მოტივაციაც, სიღარიბისგან თავის დაღწევა იყო.

“ვამაყობ ჩემი წარსულით. მე ვიცი, რა არის აუცილებლობა და ძალისხმევა, ვიცი რას ნიშნავს თავის სარჩენად დაუღალავი შრომა, ვიცი ცხოვრებას როგორი სახე აქვს.”

“თავს ამაყად ვგრძნობ მაშინ, როცა ვაცნობიერებ, რომ მსხვერპლი, რომელიც გავიღე, დამეხმარა გავმხდარიყავი ის, ვინც ახლა ვარ, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ოჯახს ღირსეული პირობები შეუქმნას.”

“მინდა ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ არასდროს დანებდნენ და ოცნებებზე უარი არასდროს თქვან. გაიღონ ყველაფერი იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ.” 

პრესასთან დაპირისპირება

ალვესი ცნობილია თავის გულახდილობით და პირდაპირობით, ის არც სოციალურ ქსელში ერიდება აქტუალურ თემებზე აზრის გამოხატვას და ჟურნალისტებზე შეტევაც მიუტანია.

“ფეხბურთი მიდის იქით, სადაც მისი ადგილი არ არის, ეს მე ძალიან მაბრაზებს. მედია კი უბრალოდ ნაგავია, ის ფეხბურთს არ წარმოადგენს.”

“დავიღალე ცხვრების მოსმენით.”

“ფეხბურთი სახეს კარგავს, თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ სანახაობა, მედიამ თავისი საქმე სწორად უნდა გააკეთოს. პრესა დამნაშავეა იმაში, რაც დერბიში მოხდა.”

“ჟურნალისტებთან შეხვედრები მქონდა, მაცოფებს ის, რომ ფეხბურთის გარდა ყველაფერზე სურთ საუბარი, მათთვის მთავარია დაბეჭდონ სკანდალური ინფორმაცია, იმისათვის, რომ მეტი ჟურნალი გაიყიდოს.”

ჟოზე მოურინიოსთან და “რეალთან” დაპირისპირება

ჟოზეს და პეპის დაპირისპირების ერაში, დანი ალვესს, ყოველთვის დიდი სათამაშო როლი ჰქონდა.

“არ აქვს მნიშვნელობა მათ სათავაშე ვინ იქნება, ჟოზე, ზიზუ, ბენიტესი თუ ანჩელოტი, “რეალი” ყოველთვის მზად არის მახე დაგიგოს.”

“მე და ჟოზეს კარგი ურთიერთობა არასდროს გვქონია, თუმცა, ეს ჩემი ბრალი არ არის. უნდა ითქვას, რომ ფეხბურთი მას არ გამოუგონია.”

“ის არის კაცი, რომელსაც მხოლოდ მოგება ანაღვლებს, ბოღმა და შურიანია. დიდი მწვრთნელია, რომელიც დიდ კლუბებს წვრთნიდა და ბევრი ტიტული მოიგო, ისევე როგორც მე და ჩემმა თანაგუნდელებმა. სულ ეს არის.”

“განსაკუთრებულს” ჟოანა სანსი ჰქვია” – დანი ალვესი მისი მეუღლის შესახებ.

“მოუს გუნდმა წაგება არ იცის. ისინი ყოველთვის ბინძურად თამაშობენ.”

ჰელოუინი ხეტაფეში

ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მოვლენა, რაშიც დანი ალვესი გაეხვია, ხეტაფესთან დაპირისპირების შემდეგ, ჰელოუინის აღნიშვნა იყო. ფეხბურთელებმა ეს მეტოქის სტადიონის გასახდელში გააკეთეს, რაც ბევრმა უპატივცემულობად ჩათვალა.

“ბატონო ანხელ ტორეს, ჩვენ არ გვსურდა კლუბის შეურაცხყოფა, თუ ასე გამოვიდა, ბოდიშს ვიხდი.” – მიმართა ალვესმა “ხეტაფეს” პრეზიდენტს.

“კარგი დრო უნდა გავატაროთ, ცხოვრება მშვენიერია.”

სხვა დასამახსოვრებელი გამონათქვამები

“ჯანმრთელობა ფულზე მნიშვნელოვანია. თუ ჯანმრთელობა არ გაქვს, ესე იგი არაფერი გაქვს.”

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა უმადურად მოიქცა, ისინი პატივს არ მცემდნენ, კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ მას შემდეგ შემომთავაზეს, რაც ტრანსფერების განხორციელების უფლება ჩამოართვეს.”

“ბარსელონას” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება დიდებული იყო.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • ფეოლა
    schedule 20 აპრ 2020, 13:59

    ციტატა: FloweN

    ციტატა: Pique_3
    რატო გაუშვეს ეს კაცი😕ალვეშის დონის კაცს რო უშვებ 2ჯერ უფრო მაგარი ვინმე უნდა დაითრიო,ამათმა კიდე ვიდალიო და რობერტო დააყენეს მცველად🤷‍♂️🤦‍♂️სემედო კაი ტიპია მარა ალვეში 26 წლის როიყო მთელ კრაიზე ფრინავდა❤😇


    ვიდალი რა შუაშია

    მეორე ვიდალზეა ალბათ საუბარი.
    მარჯვენა მცველზე.
    აღარც კი გვახსოვს ისეთი ცუდი იყო : )

  • FloweN
    schedule 20 აპრ 2020, 13:19

    ციტატა: Pique_3
    რატო გაუშვეს ეს კაცი😕ალვეშის დონის კაცს რო უშვებ 2ჯერ უფრო მაგარი ვინმე უნდა დაითრიო,ამათმა კიდე ვიდალიო და რობერტო დააყენეს მცველად🤷‍♂️🤦‍♂️სემედო კაი ტიპია მარა ალვეში 26 წლის როიყო მთელ კრაიზე ფრინავდა❤😇


    ვიდალი რა შუაშია

  • Pique_3
    schedule 20 აპრ 2020, 11:46

    რატო გაუშვეს ეს კაცი😕ალვეშის დონის კაცს რო უშვებ 2ჯერ უფრო მაგარი ვინმე უნდა დაითრიო,ამათმა კიდე ვიდალიო და რობერტო დააყენეს მცველად🤷‍♂️🤦‍♂️სემედო კაი ტიპია მარა ალვეში 26 წლის როიყო მთელ კრაიზე ფრინავდა❤😇

  • M10 S9 D11
    schedule 20 აპრ 2020, 11:38

    პრესას რეალს და მაურინიოს მიასხა რასაც ქვია გენავე დანი