workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca: ლაუტარომ “ბარსელონა” აირჩია

Marca: ლაუტარომ “ბარსელონა” აირჩია

მილანის “ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა, “ბარსელონას” წარმომადგენლებს უკვე შეატყობინა, რომ მის სურვილს კატალონიურ კლუბში გადასვლა წარმოადგენს. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელი მზადაა იგივე “ინტერის” ხელმძღვანელობასაც განუცხადოს. მადრიდული გამოცემის თქმით, თავად იტალიური კლუბი უკვე შეეგუა იმ ფაქტს, რომ ლაუტაროს გამოსასყიდ თანხას, 111 მილიონ ევროს, ვერ მიიღებს და ეცდება, სანაცვლოდ ტრანსფერში მისთვის სასურველი ფეხბურთელები ჩაერთონ.

ბოლო პერიოდში გაჟღერებული ცნობების მიხედვით, ასეთი ფეხბურთელი შეიძლება არტურო ვიდალი, ნელსონ სემედუ, კარლეს ალენია, არტური ან მარკ კუკურელია გახდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • dembelle
    schedule 18 აპრ 2020, 13:01
    #2

    Kukurelia waiyvanon da 70 milioni miscen

  • M10 S9 D11
    schedule 18 აპრ 2020, 12:05
    #1

    მიგოცენზურე არჩევანი