“მანჩესტერი” “ბარსელონას” ტალანტით ინტერესდება

“მანჩესტერი” “ბარსელონას” ტალანტით ინტერესდება

“მანჩესტერ უნაიტედმა” თვალი “ბარსელონას” ტალანტს დაადგა. მარკ ხურადო თავის თაობაში საუკეთესოდ მიიჩნევა.

“ბარსელონას” აკადემიას დიდი ხანია ვარსკვლავები აღარ აღუზრდია, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიად ითვლება. გარდა იმისა, რომ ჩავი, ინიესტა და მესი აღზარდეს, რამდენიმე ფეხბურთელი პრემიერ ლიგის გრანდებსაც დაუთმეს. მათ შორის იყვნენ ჟერარ პიკე, რომელიც მალევე დაუბრუნდა “ბარსას” და სესკ ფაბრეგასი, რომლის დაბრუნებასაც გაცილებით დიდი დრო დასჭირდა.

ედ ვუდვორდს იმედი აქვს, რომ მარკ ხურადო იქნება მომდევნო ვარსკვლავი, რომელსაც “ბარსელონადან” გადაიბირებენ.

13 აპრილს, ახალგაზრდა გარემარბს 16 წელი შეუსრულდა. Sport Witness-მა მას თაობაში საუკეთესო უწოდა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი, “მანჩესტერის” ინტერესის შესახებ, საქმის კურსშია.

თუმცა, “ბარსას” სხვა გეგმები აქვს, კლუბს სურს, რომ ახალგაზრდა ტალანტს გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს. დიდი დრო არ გასული მას შემდეგ რაც “ბარსადან” ჩავი სიმონსი წავიდა, კიდევ ერთი ტალანტის დაკარგვას ხელმძღვანელობა არ უნდა შეეგუოს.

Sky Sport-თან ინტერვიუში, სულშერმა სატრანსფერო გეგმებზეც ისაუბრა:

“ფხბურთი ადრე თუ გვიან დაბრუნდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვიცით, რომ კორონავირუსმა უამრავ გუნდზე ნეგატიურად იმოქმედა, მაგრამ “მანჩესტერ უნაიტედი” არის კლუბი, რომელსაც უმყარესი ფინანსური გარანტიები აქვს და სატრანსფერო პერიოდში შეგვიძლია ლიდერები ვიყოთ.”

როგორც ჩანს, “უნაიტედი” თანხების დაზოგვას არ აპირებს და ამ პირობებში “ბარსას” ძალიან გაუჭირდება ისეთივე სარფიანი კონტრაქტი გაუმზადოს თავის ფეხბურთელს, როგორსაც ინგლისელები შესთავაზებენ.

ყველაფერი ფეხბურთელის ნება-სურვილზე იქნება დამოკიდებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • ფეოლა
    schedule 13 აპრ 2020, 11:35
    #2

    ციტატა: nika 54
    არ მოეწონება ბარსას კონტრაქტი და გაუბეროს სადაც უნდა, 16 წლის დამწყები ფეხბურთელი ხელფასზე უნდა ფიქრობდეს? ბარსას აკადემიაში ხარ და მანჩესტერში როგორ უნდა გადახვიდე ფულის გულისთვის, მომავალზე არ ფიქრობენ საერთოდ?

    ჯერ არ გადასულა : )

  • nika 54
    schedule 13 აპრ 2020, 11:25
    #1

    არ მოეწონება ბარსას კონტრაქტი და გაუბეროს სადაც უნდა, 16 წლის დამწყები ფეხბურთელი ხელფასზე უნდა ფიქრობდეს? ბარსას აკადემიაში ხარ და მანჩესტერში როგორ უნდა გადახვიდე ფულის გულისთვის, მომავალზე არ ფიქრობენ საერთოდ?