ცნობილი აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers (PwC) “ბარსელონასა” და I3 Ventures-ის შორის დადებულ ხელშეკრულებასა და ამ საკითხზე აგორებული სკანდალის აუდიტზე განცხადებას ავრცელებს.
“ამ დროისთვის აუდიტი გრძელდება. ჯერჯერობით, არანაირი დასკვნა არ არსებობს. ანალიზის დასრულების შემდეგ, შედეგების მიხედვით, მოხსენებას გამოვაქვეყნებთ”, – ნათქვამია PwC-ის განცხადებაში.
გუშინ “ბარსელონას” გარშემო ატეხილი სკანდალის აუდიტის პირველადი მონაცემები ცნობილი გახდა.