ფეხბურთს ბრაზილიელმა ლეგენდამ, ზიკომ მისი თანამემამულე, “პარი სენ-ჟერმენის” ლიდერი ნეიმარი “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” ვარსკვლავებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.
“ნეიმარი ძალიან მომწონს. მას თამაშის შესანიშნავი სტილი აქვს. თუმცა, ის უფრო პროფესიონალი უნდა იყოს, როგორც მესი და რონალდუ, რომლებიც ფეხბურთით ცხოვრობენ.
ნეიმარი ხშირად სხვა რაღაცებზე ფიქრობს. მას ახლახანს ვესაუბრე და მეტი პროფესიონალიზმი ვთხოვე. ის 28 წლისაა და კარგ გუნდში თამაშობს. პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ეს დამოკიდებული იქნება მისი თამაშის ხარისხზე მთელი ტურინირის განმავლობაში და არა მხოლოდ ერთ მატჩზე. ნეიმარი ახლა უფრო გამოცდილი და სრულყოფილია”, – ციტირებს ზიკოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.
ამის პიკმა ჩაიარა.
Sastavi ro ar yavs aravisze naklebi udaoa xom?!
პსჟ კარგი გუნდიაა? დაუფსტვინა ზიკომ.