კატალონიის “ბარსელონას” სურდა, კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისის აღმოსაფხვრელად, ფეხბურთელების ხელფასები 70%-ით შეემცირებინა. ამას გარდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოთამაშეები ამ ცვლილების წინააღმდეგნი იყვნენ.
დღეს “ბლაუგრანას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ Instagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ადასტურებს, რომ ყველა ფეხბურთელი ხელფასების დაქვითვისათვის მზადაა. ამის შემდეგ, ზუსტად იგივე ტექსტი სოციალურ ქსელებში სხვა ფეხბურთელებმაც გამოაქვეყნეს.
“ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით პირველი გუნდის დამოკიდებულების შესახებ ბევრი დაიწერა.
უპირველეს ყოვლისა, დაქვითვაზე ყოველთვის თანახმა ვიყავით, რადგან ამჟამინდელ გამონაკლის სიტუაციას სასვებით ვაანალიზებთ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც კლუბის ნებისმიერ თხოვნას პირველები შეასრულებენ. ბევრჯერ იგივე საკუთარი ინიციატივითაც გაგვიკეთებია.
შეთანხმების დაანონსება რამდენიმე დღით შეფერხდა, რადგან რთულ ვითარებაში ჩავარდნილი “ბარსელონას” დასახმარებელ გზებს ვეძებდით.
ახლა კი დროა დავაანონსოთ, რომ ხელფასების 70%-ით შემცირების გარდა, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რომ “ბარსაში” მომუშავე პერსონალმა თახნა 100%-ით მიიღოს.
დამშვიდობებამდე გვსურს, უთბილესი მისალმება და მხნეობა გამოგიგზავნოთ. ახლანდელ მდგომარეობას თავს მალე დავაღწევთ და ამას ყველა ერთად ვიზამთ.
Visca el Barca and visca Catalunya,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ადმინ დემბელეს ტრამვაზე გავაგებინე რამე სიახლე როგორც გაჩნდება მგონი დაგავიწყდათ საერთოდ მისი არსებობა, ხვალ დადე დემბელეზე რამე
ამათთვის ხელფასები კორონავირუსამდეც უნდა დაეკლოთ, ისედაც.არაფერში არ იღებდნენ ამოდენა მილიონებს
მესი : მეფე , ლიდერი , ლეგენდა
შენი ჯიბიდან იღებენ ხელფასებს?
👍👍👍
O Captain! My Captain! 👑
ყოჩაღ კარგი საქციელია. მაინც ტყუილად იღებთ მაგხელა ხელფასებს
რათქმაუნდა დათანხმდებოდნენ უბრალოდ გაზეთებს ინტრიგანობა ხო უნდა დაეწყოთ