2009 წლის 2 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის შეხვედრაში, მადრიდში, “ბარსელონამ” “რეალი” 6:2 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებულის ვინაობაც გაარკვია. მატჩის გმირად იქცა ჩავი ერნანდესი, რომელმაც აქტივში 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. გოლები ანრიმ (2), მესიმ (2), პუიოლმა და პიკემ გაიტანეს.
1985 წლის 2 მაისს, “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი დაიკავა ხოსეპ ლუის ნუნიესმა, რომელმაც არჩევნებში, 17 ათასზე მეტი ხმა დააგროვა.
1920 წლის 2 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” 2:0 დაამარცხა. გოლები მარტინესმა და ალკანტარამ გაიტანეს 55-ე და მე-80 წუთებზე.



