დღეს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ქვეყნის მასშტაბით, მის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სამოყვარულო ტურნირი შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება შეეხო “ბარსელონა ბ”-საც.
“ბლაუგრანას” სარეზერვო გუნდის Twitter-ზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც გვაუწყებს, რომ “ბარსა ბ”-ს მომდევნო ორი თამაში გადადებულია. საუბარია 15 მარტს “საბადელთან” და 22 მარტს “ანდორასთან” სტუმრად გასამართ შეხვედრებზე.
ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება ეს თამაშები და საერთოდ, ჩატარდება თუ არა.
[media=https://twitter.com/FCBarcelonaB/status/1237739034262286337]