workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დანი ალვესისთვის ხვალინდელი მატჩი “რეალ სოსიედადთან იქნება 150 – ე “ბარსელონას” ოფიციალური მაისურით.

ამჟამად დანი ალვესს ყველა ტურნირზე 149 მატჩი დაუგროვდა, ხვალინდელი კი საიუბილეო იქნება. 93 “ლა ლიგაში”, 33 “ჩემპიონთა ლიგაზე”, 16 თასზე”, 4″სუპერთასზე”, 2 “საკლუბო მუნდიალზე” და 1 – იც “ევროპის სუპერთასზე”. დანი ალვესი მალე “ლა ლიგის” მე – 100 მატჩსაც მიუახლოვდება, მაგრამ ეს ამ სეზონში ვერ მოხერხდება.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა სტადიონზე ლეოსთვის და კეიტასთვის ის მატჩები ამ სეზონში 50 – ე გახლდათ, დანი ალვესს კი 53 – ე მატჩი ელის ამ სეზონში. წინა სეზონში მან 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2008/09 სეზონში კი 48 – ში.

ლეო მესის საუკეთესო მაჩვენებელი სეზონში  53 მატჩია, მას შეუძლია წელს ეს რეკორდი გააუმჯობესოს.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში