“ბარსელონას” გარშემო გუშინ აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა”, კომპანია I3 VENTURES-ის დახმარებით, სოციალური ქსელების გამოყენებით, ცდილობდა ჟოზეპ მარია ბართომეუს რეპუტაცია გადაერჩინა და ამ მიზნის მისაღწევად კლუბის ლეგენდების, საპრეზიდენტო კანდიდატებისა და ამჟამინდელი ვარსკვლავების კრიტიკასაც კი არ ერიდებოდა.

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, “ბარსელონამ” ოფიციალური განცხადება გააკეთა და ინფორმაციის გამავრცელებლებს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. თუმცა, წყარომ, Cadena SER-მა, არათუ არ უარყო ინფორმაცია, ახალი მტკიცებულებებიც გამოაქვეყნა.
“ბარსელონას” განცხადების საპასუხოდ, Cadena SER-მა გამოაქვეყნა 36-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც, გამოცემის მტკიცებით, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. საუბარია მტკიცებულებებზე, რომლებიც კომპანია I3 VENTURES-სა და “ბარსას” ვარსკვალვების “გაშვებაში” მონაწილე ანგარიშების კავშირს ადასტურებს. მაგალითად, დასტურდება, რომ ვებგვერდ respetodeporte.com-ის უკან სწორედ ეს კომპანია დგას. “ბარსელონამ”, გუშინ, I3 VENTURES-თან თანამშრომლობა აღიარა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ კლუბის რეპუტაციის დაცვაა.

ხალხო დაწყნარდით ყველაფერი მიწყნარდება ბართომეუს კლანს არჩევნებამდე ვერავინ შეეხება ხვდება რომ მისი ეპოქა დასასრულს უახლოვდება და მაქსიმალურად წველის გუნდს ევროპის ყველაზე შემოსავლიან კლუბს ტრანსფერებისთვის მხოლოდ 16 მილიონი აქვს მაშინ სადაა ეს შემოსავლები ბუამ შეჭამა? იქნებ ბარტომეუმ ასე რომ ბარსას მოწველის და წავა მომდევნო არჩევნებზე აი ნახავთ გამოვლენ შეხვედრიდან და იტყვიან რომ ბარტომეუსი გვჯერა და 100% ით ვენდობითო ასე რომ ნერვებს გაუფრთხილდით. ❤️
"გაშვება" თუ "გაშავება"
ერთი ასო რამდენს ცვლის
ლაპორტა სადა!?ამაზე უკეთესი შანსი ბართოს მოსაშორებლად არ გვექნება,ვადამდელი არჩევნები,ლაპორტა პრეზიდენტი,ხავი მწვრთნელი,მოაშორეთ ეს პარაზიტები ბარსას.
სულ ვიძახოდი და ვიძახი, რომ ბართო, პერესის აგენტია ბარსაში, გუნდის დასანგრევად ჩანერგილი მეთქი და აჰაა!
მე ვიქნები თამადა :დ
რატო? ვერ იკადრებდა ბართუშა მაგას? მანამ ლეო გაახანგრძლივებდა მანამ ასხავდნენ ბოტები, პიკესაც, ხავისაც, პუისაც:))) მოკლედ ვისაც რამე უთანხმოება ქონდა ბართუშასთან:)))
ააა დაჟე ხელშეკრულებისმაგვარიც კი გაჩითა ამ გაზეთმა? ნუ აი რხელა სისულელეა ხო აზრზე ხართ ამ გაზეთს დახურავენ თუ იჩივლა ბართუშამ ცილისწამების გამო
იქნება ბართო და მისი გუნდი გადაჰყვეს ამ ამბებს. 20-იანი კახური მშრალი და ცხვარი ჩემზე იყოს ჩემო Cadena SER-ო!!!