ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმოხილვა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმოხილვა

“ბარსელონა”, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, უჩვეულოდ აქტიური იყო, მაგრამ იანვარში კატალონიელთა პირველი გუნდი არათუ ვერ გაძლიერდა, დასუსტდა კიდეც.

გასულ თვეში, “ბარსას” პირველი და სარეზერვო გუნდები 8 ფეხბურთლმა დატოვა. კატალონიელებმა 4 მოთამაშე შეიძინეს, რომელთაგანაც 2 გუნდს მომდევნო სეზონიდან შეუერთდება.

მოვიდნენ

ფრანსიშკუ ტრინკაუ

ახალგაზრდა პორტუგალიელი შემტევის ტრანსფერი გუშინ დადასტურდა. ის გუნდს 1 ივლისს შეუერთდება.

მატეუს ფერნანდესი

კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომლის ტრანსფერიც გუშინ დადასტურდა და რომელიც კატალონიელებს ასევე 1 ივლისს შეუერთდება.

მატეუს პერეირა

21 წლის ნახევარმცველი, რომელმაც “იუვენტუსში” თავი ვერაფრით გამოიჩინა, “ბარსა ბ”-ში იჯარით ითამაშებს.

რეი მანაი

ალბანელი ფეხბურთელი “ბარსელონა ბ”-ს “ალბასეტედან” შეუერთდა.

წავიდნენ

კარლეს ალენია

პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველი გუნდი დატოვა. ახალგაზრდა ფეხბურთელი “ბეტისში” იჯარით ითამაშებს და ის “ბარსას” ზაფხულში დაუბრუნდება.

ჟან-კლერ ტოდიბო

პირველი გუნდის მორიგი წევრი, რომელმაც სათამაშო დროის მიღების მიზნით, “ბარსა” იჯარით დატოვა. ახალგაზრდა ფრანგი “შალკეში” იჯარით ითამაშებს, სეზონის ბოლოს კი გერმანელებს მისი 25 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

მუსა ვაგე

კიდევ ერთი უკანახაზელი, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა აკლდა. ახალგაზრდა სენეგალელი მარჯვენა მცველი “ნიცაში” იჯარით ითამაშებს, სეზონის ბოლოს კი ფრანგებს მისი 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

კარლეს პერესი

ახალგაზრდა შემტევი გუნდის ახალ მწვრთნელს, კიკე სეტიენს არ მოსწონდა, რის გამოც მას გუნდიდან წასვლა მოუხდა. კარლეს პერესი “რომაში” იჯარით გადავიდა, სეზონის ბოლოს კი რომაელებს მისი 11 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება აქვთ.

ალეხანდრო მარკესი

“ბარსა ბ”-ს თავდამსხმელი “იუვენტუსში” 8.2 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მარკესის გაშვების მიზეზი ისაა, რომ ის “ბარსელონას” სტილის მოთამაშე არ იყო.

აბელ რუისი

იმავე მიზეზით დატოვა “ბარსა ბ” აბელ რუისმაც, რომელიც “ბრაგაში” ჯერ იჯარით ითმაშებს, სეზონის ბოლოს კი პორტუგალიელები მას 10 მილიონად გამოისყიდიან.

მიკე ვან ბეინენი

ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი “ბარსელონაში” მხოლოდ იმის გამო მოხვდა, რომ ის ფრენკი დე იონგის აგენტის შვილია. “ბარსა ბ”-ში მას ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია. კატალონიელებმა ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტეს და ის თურქულ “გენჩლერბირლიგიში” გადავიდა.

ლუი ბარი

16 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა, რომელსაც დიდ იმედებს უკავშირებდნენ, მოლოდინები ვერ გაამართლა და ის “ასტონ ვილაში” 1 მილიონ ევროდ გადავიდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (13)

  • ♛BaRcElOnA♛
    01 თებ 2020, 19:45

    თურანი არ მოვიდააა ????? იმედიაა არ გაყიდიან მაგრა მევასებაა ფულს მაინც ვერ აიღებენ და ეს სეზონი სკამზე მაინც ეჯინოთ რაა heart_eyes

  • Bobi
    01 თებ 2020, 17:48

    ყველაზე მეტად ტოდიბოს იმედი მაქ

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    01 თებ 2020, 16:58

    იმედია გაამართლებენ ახლები, წასულებიდან,მხოლოდ,ტოდიბოზე მწყდება გული.

  • dima359
    01 თებ 2020, 16:24

    ციტატა: LIONEL MESSI💖😍
    გამარარჯობა!! მე ახალი ვარ, ბარსას ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ❤❤ vamos barca!!😍

    გაგიმარარჯოს!

  • LIONEL MESSI💖😍
    01 თებ 2020, 16:09

    ციტატა: Andres_Iniesta

    ციტატა: B.A.r.c.A
    Mtavari chiri rac iyo moishora gundma valverde da Roberto skamze gadajda todibos gashveba me momewona umtitis porma aq asakrepi da 2 ertad ver miecemoda shansi piqeze imedi maq momaval sezonshi sheumcirdeba satamasho dro da todiboc dabrundebaa mistvis yvelaze magari archevania chemi azriit yvelaze cudi gadawyvetileba peresis gashveba iyoo skamze tavdamsxmeli ar yavs gunds da de jonge idga wina tamashze

    კიკე რობერტოს ქება დიდებაშია. შანსი არაა სკამზე გადაააჯინოს

    სეტიენი ხშირად მიმართავს გუნდის გადახალისებას და ყველას აძლევს შანს რომ ითამშონ ნუ ყოველი შემთხვევისთვის ესე ჩანს და კიდე აკადემიის ბავშვებს აძლევს თამაშის დროს და ახალგაზრდები მოყავს გუნდში რაც ძალიან კარგი გზა არის გუნდისთვის ჩემი აზრით მაგრამ ერთი მინუსი ის არის რომ ბართომეუა პრეზიდენტი გუნდის

  • B.A.r.c.A
    01 თებ 2020, 16:05

    ციტატა: Andres_Iniesta

    ციტატა: B.A.r.c.A
    Mtavari chiri rac iyo moishora gundma valverde da Roberto skamze gadajda todibos gashveba me momewona umtitis porma aq asakrepi da 2 ertad ver miecemoda shansi piqeze imedi maq momaval sezonshi sheumcirdeba satamasho dro da todiboc dabrundebaa mistvis yvelaze magari archevania chemi azriit yvelaze cudi gadawyvetileba peresis gashveba iyoo skamze tavdamsxmeli ar yavs gunds da de jonge idga wina tamashze

    ციტატა: B.A.r.c.A
    Mtavari chiri rac iyo moishora gundma valverde da Roberto skamze gadajda todibos gashveba me momewona umtitis porma aq asakrepi da 2 ertad ver miecemoda shansi piqeze imedi maq momaval sezonshi sheumcirdeba satamasho dro da todiboc dabrundebaa mistvis yvelaze magari archevania chemi azriit yvelaze cudi gadawyvetileba peresis gashveba iyoo skamze tavdamsxmeli ar yavs gunds da de jonge idga wina tamashze

    კიკე რობერტოს ქება დიდებაშია. შანსი არაა სკამზე გადაააჯინოს

    Semedom ese gaagrdzelos da sxva gza ar eqneba ubralood kikes neba ro iyos semedosac gayidida peresivit chemi azrit

  • Andres_Iniesta
    01 თებ 2020, 15:58

    ციტატა: B.A.r.c.A
    Mtavari chiri rac iyo moishora gundma valverde da Roberto skamze gadajda todibos gashveba me momewona umtitis porma aq asakrepi da 2 ertad ver miecemoda shansi piqeze imedi maq momaval sezonshi sheumcirdeba satamasho dro da todiboc dabrundebaa mistvis yvelaze magari archevania chemi azriit yvelaze cudi gadawyvetileba peresis gashveba iyoo skamze tavdamsxmeli ar yavs gunds da de jonge idga wina tamashze

    ციტატა: B.A.r.c.A
    Mtavari chiri rac iyo moishora gundma valverde da Roberto skamze gadajda todibos gashveba me momewona umtitis porma aq asakrepi da 2 ertad ver miecemoda shansi piqeze imedi maq momaval sezonshi sheumcirdeba satamasho dro da todiboc dabrundebaa mistvis yvelaze magari archevania chemi azriit yvelaze cudi gadawyvetileba peresis gashveba iyoo skamze tavdamsxmeli ar yavs gunds da de jonge idga wina tamashze

    კიკე რობერტოს ქება დიდებაშია. შანსი არაა სკამზე გადაააჯინოს

  • B.A.r.c.A
    01 თებ 2020, 15:33

    Mtavari chiri rac iyo moishora gundma valverde da Roberto skamze gadajda todibos gashveba me momewona umtitis porma aq asakrepi da 2 ertad ver miecemoda shansi piqeze imedi maq momaval sezonshi sheumcirdeba satamasho dro da todiboc dabrundebaa mistvis yvelaze magari archevania chemi azriit yvelaze cudi gadawyvetileba peresis gashveba iyoo skamze tavdamsxmeli ar yavs gunds da de jonge idga wina tamashze

  • messi
    01 თებ 2020, 15:28

    ნუ აქედან ვინცაა სიაში წასულებიდან მარტო პერესზე დამწყდა გული ხოლო მოსულებიდან არცერთი გამიხარდა

  • LIONEL MESSI💖😍
    01 თებ 2020, 15:23

    გამარარჯობა!! მე ახალი ვარ, ბარსას ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ❤❤ vamos barca!!😍

  • M10 S9 D11
    01 თებ 2020, 15:16

    ტოდიბო არ უნდა გაგვეშვა არა

  • Barca_MNS
    01 თებ 2020, 15:10

    მატიუს ჰენრიკეს.არ.ინატებენ ? :/

  • Pirat❤️💙
    01 თებ 2020, 14:39

    ტობიდოს იმედია არ გამოისყიდიან