workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: “ბარსელონამ” ახალგაზრდა თავდამსხმელი იყიდა

ოფიციალურად: “ბარსელონამ” ახალგაზრდა თავდამსხმელი იყიდა

22 წლის ალბანელი თავდამსხმელი რეი მანაი “ბარსელონას” საკუთრებაა. კატალონიურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “ბარსას” ალბანეთის ნაკრების შემტევი ბ გუნდისთვის უნდოდა და ასეც მოხდა. “ბლაუგრანას” სარეზერვო გუნდმა მანაი “ალბასეტედან” 700 ათას ევროდ შეიძინა. ბონუსების გათვალისწინებით, ტრანსფერის თანხა, შესაძლოა, 2 მილიონამდე გაიზარდოს. ფეხბურთლმა 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 50 მილიონი ევროა.

მანაი, დიდი ალბათბით, აბელ რუისს ჩაანაცვლებს, რომელიც, სავარაუდოდ, ლისაბონის “სპორტინგში” გადავა.

რეი მანაიმ ფეხბურთის თამაში იტალიაში, “პიაჩენცაში” დაიწყო. შემდეგ იყო “კრემონეზე”, “სამპდორია” და “ინტერიც” კი, რომლის მაისურითაც ალბანელმა, 2015/16 წლებში, 6 თამაში ჩაატარა. “ინტერიდან” მანაი “პესკარაში”, “პიზასა” და “გრანადაში” გაანათხოვრეს, ხოლო 2018 წელს ის “ალბასეტეში” გაყიდეს. ესპანური გუნდის მაისურით ფეხბურთლმა 41 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. მის აქტივში ალბანეთის ნაკრებში ჩატარებული 11 მატჩი და 3 გოლიცაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 22 იან 2020, 15:09
    #5

    ალბანელი ჩემთვის კრიმინალთან ასოცირდება.

  • სპარტაკი
    schedule 21 იან 2020, 14:32
    #4

    Ruisi zalian momwons lideruli tvisebac aq.. esec ar unda iyos cudi magram ravi..

  • M10 S9 D11
    schedule 21 იან 2020, 12:03
    #3

    წარმატებები

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 21 იან 2020, 11:40
    #2

    ავშენდით joy joy .

  • marco reus 11
    schedule 21 იან 2020, 11:38
    #1

    ციტატა: CHEPE
    აბელ რუის რომ გაუშვებ და ამას მოიყვან😏🙄 რას ეწევა ბართომეუ ასეთს.. შეეძლი ბარსას რუისი ეთამაშებინა ძირითადში მაგრამ არაა უნდა დაკარგონ ლამასიელები როგორმე


    ბართომეუს სატრანსფერო პოლიტიკის შესაფერისი მოსაწევი ჯერ არ ამოუღიათ არცერთი ბარიგის ჩხრეკისას. მიმდინარეობს გამოძიება