workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტომ ჰენინგ ევრებე: ჩემი რეპუტაცია უნიტაზში ჩაირეცხა

ტომ ჰენინგ ევრებე: ჩემი რეპუტაცია უნიტაზში ჩაირეცხა

ტომ ჰენინგ ევრებე “ბარსელონასა” და ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საკამათო შეხვედრის მთავარი მსაჯი იყო. იგი 2008/09 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩს მსაჯობდა “ჩელსისა” და “ბარსელონას” შორის “სტემფორდ ბრიჯზე.” თამაში 1-1 დასრულდა და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით “ბლაუგრანა” ფინალში გავიდა. უმრავლესობა კი მიიჩნევდა, რომ ეს არასამართლიანად მოხდა, რადგან მსაჯმა ლონდონელთა სასარგებლოდ პენალტები არ დანიშნა.

RMC-სთან ინტერვიუში ევრებემ ამ მატჩზე და მის საკამათო დეტალებზე თავად ისაუბრა.

“შეტყობინება მივიღე. მწერდნენ, რომ უნდა მოვმკვდარიყავი. ამ მატჩის შემდეგ ჩემი რეპუტაცია, როგორც მსაჯისა, უნიტაზში ჩაირეცხა.”

პიკეს ხელით თამაში

“ვფიქრობ ეს საპენალტო სიტუაციაა. ჩემი ხედვის არედან ბურთი მოხვდა ხელზე და არა ხელი ბურთს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს 11-მეტრიანი არ იყო. სამწუხაროდ, შევცდი.”

აბიდალის შესაძლო ხელით თამაში და ბალაკის გაძევება

“ესეც ძალიან რთული სიტუაციაა, რადგან მოთამაშე მობრუნდა და ხელი აწია. რაც გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინე, იყო მისი მხარი, ზურგი და ხელი. ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, თუ ამ ეპიზოდში პენალტს დავდებდი.” – ციტირებს ევრებეს სიტყვებს RMC.

ფინალში “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 2-0 დაამარცხა და ლიგის გამარჯვებული გახდა. კატალონიელებმა იმ სეზონში ისტორიული ტრებლი მოიგეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Bola
    schedule 18 იან 2020, 10:48
    #12

    კაი ეხლა არ გვინდაა თვალების დახუჭვა ხა მიზეზების ძებნა…აქ იმდენჯერ არ დადო პენალტი და არიგა ყვითლები რომ ეს თამაში ყოველთვის იქნება გასახსენებელი და წამოაძახებენ ბარსას ამ ლიგას. აბიდალის მომენტს არავინ გაიხსენებს. კიდე კაი ისე ეს ლიგა რომ მოვიგეთ …ისედაც გვარდიოლას დროს ორი რილგა დაკარგეს და მხოლოდ 1 ძააან ტეხავდა გვარდიოლას პერიოდში აიი ძაან.

  • B.A.r.c.A
    schedule 18 იან 2020, 10:29
    #11

    Eg Barca yvelas da yvelapers mougebda ubralod salaparako gaxada tore mainc mougebda Barca

  • azulgerana
    schedule 18 იან 2020, 06:17
    #10

    დაჩეხილ ხალხზე არაფერს ამბობ სუდია? ყვითელი პრესაა 100%

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 18 იან 2020, 01:26
    #9

    ციტატა: Spain

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ვინც ფიქრობს რომ 2 მატჩის ჯამში, 2009 წელს, ბარსა უსამართლოდ გავიდა ფინალში, ყველა ერთ უჯრედიანი შტერია და მაგათთან ფეხბურთზე კამათი არ ღირს!!!

    ე.წ. "ობიექტურმა კულეებმა" მოკეტეთ!!!


    Yvelaze sworad moazrovne xar


    სარკაზმი! შენგან მეტს არც ველოდი,წადი დაიძინე!!!

  • Spain
    schedule 18 იან 2020, 00:58
    #8

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    ვინც ფიქრობს რომ 2 მატჩის ჯამში, 2009 წელს, ბარსა უსამართლოდ გავიდა ფინალში, ყველა ერთ უჯრედიანი შტერია და მაგათთან ფეხბურთზე კამათი არ ღირს!!!

    ე.წ. "ობიექტურმა კულეებმა" მოკეტეთ!!!


    Yvelaze sworad moazrovne xar

  • Andres_Iniesta
    schedule 17 იან 2020, 23:24
    #7

    აბიდალი არ გაააგდეს კაცო 1 თამაშზე რა აბიდალი და ბალაკი.

  • M10 S9 D11
    schedule 17 იან 2020, 23:06
    #6

    შენ სამი ასო იყო ბარასა რა შუაშია ტყუილად კაცი გაგვიგდე და პახოდუ დროგბა არ გააგდე ასე რომ შენთვითონ გაუჩალიჩე შენს თავს

  • გიგსონა
    schedule 17 იან 2020, 22:44
    #5

    პირველ თამაშში მინიმუმ ერთი პენალი უნდა დადებულიყო ანრიზე მაისური რომ ჩამოაგლიჯეს, და ინიესტას კიდე არასწორი ხელი რომ მოხვდა)) და მესის როგორ უხეშად აჩერებდნენ მოჩეხვებით მაგაზე აღარაფერს ვამბობ, ასე რომ პირველ თამაშს მაინც აქვს მნიშვნელობა, ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს და ზოგადად ასე ხდება მომენტები როცა გექმნება უნდა გამოიყენო, თუ არადა მოხდება ის რაც მოხდა 2009 წელს,.

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 17 იან 2020, 22:37
    #4

    ვინც ფიქრობს რომ 2 მატჩის ჯამში, 2009 წელს, ბარსა უსამართლოდ გავიდა ფინალში, ყველა ერთ უჯრედიანი შტერია და მაგათთან ფეხბურთზე კამათი არ ღირს!!!

    ე.წ. "ობიექტურმა კულეებმა" მოკეტეთ!!!

  • გიგსონა
    schedule 17 იან 2020, 22:29
    #3

    იმ წელს ბარსა არ იმსახურებდა ფინალში თამაშს ჩელსი მართლა დაიჩაგრა, იყო რომელიმე გუნდის ფანი იმას არ ნიშნავს რომ ბრმად გიყვარდეს ესა თუ ის კლუბი, თუმცა ამ ტლოპანა ყვერმა შეცდომები ბარსას წინააღმდეგაც დაუშვა როცა ანრის საჯარიმოში ხელით იჭერდნენ და არ დადო პენალი, ან აბიდალი რომ უსამართლოდ გააძევა, მალუდაზე და დროგბაზე პენალი მართლა დასადები იყო, პიკესაც ხელზე მოხვდა საჯარიმოში და ბურთს მიმართულება შეუცვალა და საერთოდ ვფიქრობ რომ როცა გუნდს გაქვს ამბიცია იყო ევროპის უძლიერესი კლუბი და ჩემპიონი ფინალში სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით არ უნდა გადიოდე, თუ ბურთს ვერ გადაახევ მოწინააღმდეგეს თავზე, მინიმუმ ერთი ბურთის სხვაობით მაინც უნდა იგებდე თამაშს ისე რომ არავინ სვამდეს კითხვებს სამართლიანად მოგებაზე და კიდე ვიღაც ლაწირაკი 12 წლის ცულე არ გამომიხტეს ეხლა ტვინი არ მომიტყნას შენ რა ფანი ხარ რეებს ამბობო და ასე შემდეგ. ბარსას რივალდუს, ჰესპის, კოკუს და კლუივერტის დროიდან ვქომაგობ რაც პირველი ელ- კლასიკო ვნახე, ამიტომ ახალგამომცხვარმა ფანებმა ერთი ადგილი დააყენონ და არ დამიწყოთ ეს რეები დაწერე და ა.შ. ვოტ !

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 17 იან 2020, 22:21
    #2

    პირველ მატჩში,ანრიზე არ დადებულ პენალტზე,დაისაჯა ვინმე? ან ეტოოს გამოგონილ თამაშგარეზე როდესაც ერთი-ერთზე გავიდა ჩეხთან? ბალაკი რომ არ გააგდო ინიესტას მოჩეხვისთვის? ესენი არ ითვლება თუ სხვა მატჩიდანაა??? განმეორებითს რაც შეეხება, მანდ ანელკას სიმულაციაზე რომ გააგდო აბიდალი,ეგ არაფერი??? არადა 10 კაციანმა ბარსამ რომ შეუტია ჩელსის მანდ შეიქმნა საპენალტე მომენტები.

    2010 წელს რაც შეეხება, მანდ ჯერ სან-სიროზე ჩაუთვალეს 2 მეტრიანი თამაშგარე მილიტოს,ხოლო კამპნოუზე ბოიანის 100% – იანი გოლი გააუქმეს ბოლო წუთზე, არადა ორივე მატჩში რომ არ დაეჩაგრათ ბარსა ფინალში გადიოდა.

    დღემდე ვერ მოუნელებიათ გვარდის სასწაული გუნდი და მაგაზე იბოღმება მსოფლიო!!!

  • me da barca
    schedule 17 იან 2020, 22:08
    #1

    ბარსა ინტერის მსაჯები (ორივე 3:1 – 1:0) ცოცხლები არიან?