workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიდი პრობლემები დაცვაში

დიდი პრობლემები დაცვაში

მოახლოვებული “კლასიკოს” წინ ისმება კითხვა, ვინ დაიცავს “ბარსელონას” მარცხენა ფლანგს?  ერიკ აბიდალის შემთხვევაში ყველაფერი ნათელია, იგი ამ სეზონში აღარ განიხილება, როგორც გუნდის დამხმარე. მას შესანიშნავად ცვლიდა ბრაზილიელი ლეგიონერი ადრიანო კორეია, თუმცა სამეფო თასის ფინალში მიიღო ტრავმა, რომლის გამოც 2 კვირას იუქმებს. დარჩა კიდევ ერთი ბრაზილიელი, მაქსველი. ყველას ეგონა, რომ მაქსი დაიცავდა მარცხენა ფლაგს, თუმცა ლა ლიგის 33–ე ტურში, “ოსასუნას” წინააღმდეგ მან საზარდულის ტრავმა მიიღო . იტყობინება “ბარსელონას” ოფიციალური საიტი,

 

ტრავმირებულია ასევე ცენტრალური მცველი გაბრიელ მილიტო, რომელსაც კუნთის ტრავმა აწუხებს. როგორც ჩანს, პეპ გვარდიოლას კვლავ მოუწევს ახალი მეწყვილის შერჩევა პიკესთვის, ხოლო მარცხენა ფლანგს კაპიტანი, კარლეს პუიოლი, დაეპატრონება, თუ მაქსველი არ მომჯობინდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward