“ბარსელონას” გულშემატკივრების უღირსი საქციელი “ესპანიოლთან” მატჩის დროს

“ბარსელონას” გულშემატკივრების უღირსი საქციელი “ესპანიოლთან” მატჩის დროს

4 იანვარს, იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს “ბარსელონასა” და “ესპანიოლის” სარეზერვო გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა “ბლაუგრანამ” 2-0 მოიგო, მაგრამ მატჩს თან ერთი უსიამოვნო ეპიზოდი მაინც ახლდა.

RAC1-ის ინფორმაციით, ტრიბუნებზე შეღწევა მოახერხეს “ბარსელონას” ულტრასული დაჯგუფების, Boixos Nois-ის წევრებმა. ეს ის დაჯგუფებაა, რომლის წევრებსაც, თითქმის 20 წელია, სტადიონზე შესვლა ეკრძალებათ.

თამაშის მიმდინარეობისას, დაჯგუფების წევრები სკანდირებდნენ: “დანი ხარკემ რომ გოლი გაიტანოს, ეს გოლი-მოჩვენება იქნება.” გარდა ამისა, ისინი ნაცისტური შეძახილებითაც გამოირჩეოდნენ.

დანი ხარკე “ესპანიოლის” ყოფილი ფეხბურთლია, რომელიც 2009 წელს, 26 წლის ასაკში დაიღუპა. ის ანდრეს ინიესტას მეგობარი იყო და სწორედ ხარკეს მიუძღვნა “ბარსას” ლეგენდამ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში გატანილი გოლი.

RAC1-ის ინფორმაციით, “ბარსელონამ” უკვე დაიწყო იმის გამოძიება, თუ როგორ მოხვდნენ Boixos Nois-ის წევრები ტრიბუნებზე.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • NS50
    schedule 07 იან 2020, 18:06

    ციტატა: MALUMA
    გაუმარჯოს მაგ ფანებს ვისაც რაც გინდათ ის იფიქრეთ ძაანაც კარგი ის კაი იყო შაკირაზე წნა სეზონში ბანერი რო განათავსეს Shakira es de TODOS (შაკირა ყველასია) და ახლაც შაკირას მეორე შვილი ვაკასოსგან ყავსო მაგათი სინამდვილეში მადრიდისტა დდშვც მე! გოლი რომ გაიტანა ვუ ლეიმ ესპანიოლის ფანს ნახევრად რეალის და ნახევრად ესპანიოლის მაისური ეცვა უნდა გავარდნენ სეგუნდაში მადრიდის აგენტები PUTA ESPANYOL!

    დღეს ჩვენი დროით იუნიტედი სიტი თამაშობს ინგლისის თასის ნახევრაფინალში და იმედია აქ მაინც მოუგებს პეპის სიტი იუნაიტედს და საერთოდ ამ თასს მერე რეალი გააგდონ!


    კი მართალი ხარ ეგენიც კაი ბო*ები არიან, მაგრამ ადამიანი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა გულის შეტევით გეცოდინება ეგ ისტორია და არ შეიძლება ეგეთი რაღაცა ძაან ნამეტანი უღირსობა და არადამიანობაა

  • M10 S9 D11
    schedule 07 იან 2020, 14:44

    აი ეს ულტრასები და ცენზურა სასტავი როდის უნდა მოშორდეს ფეხბურთს დინამოს და ტორპედოს თამაში როა მეზიზღება მაგათ გადამკიდე სტადიონზე მისვლა

  • ferreira10
    schedule 07 იან 2020, 14:39

    სირ ბანდა

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 07 იან 2020, 14:32

    სნობმა ლუზერპულელებმა რომ დაარბიეს ბარსელონა მაშინ სად იყო ეს დაჯგუფება? ან ინგლისში რატომ არ წაჰყვა გუნდს??? ჩმორი ბართოს ბრალია ყველაფერი.
    დანი ხარკეზე არაფერი უნდა ეთქვათ,რადგან გარდაცვლილია და მაგიტომ, მაგრამ ზოგადად რასაც მადრიდის პუტა ესპანიოლი კადრულობს მხოლოდ მაგიტომაა ეგ გუნდი დასარბევი. ღირსებადაკარგულ ბარსას ყველაფერს უბედავენ,რადგან შურისძიების ……. არავის აქვს, ესაა სიმართლე!

  • nikusha
    schedule 07 იან 2020, 14:28

    შობას გილოცავთ ყველას