“მალიორკასთან” მატჩის (5-2) შემდეგ, “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა კომენტარი გააკეთა.
“ეს საუკეთესო გოლია ჩემს კარიერაში. კუთხე მახვილი იყო. ამ სიტუაციაში მხოლოდ ქუსლით დარტყმა შემეძლო. ვეცადე, რომ ბურთი მოედნიდან ასხლეტილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეკარე აიღებდა.
ვალვერდე მეუბნება, რომ ზოგჯერ, მარტივ შანსებს ხელიდან ვუშვებ, რთული სიტუაციებიდან კი გოლი გამაქვს.” – ციტირებს ლუის სუარესის სიტყვებს Marca.




ამ სურათზე მგონი რაღაცას ცეკვავს 😂🤣
ჯერ დეიონგმა რა იმოძრავა და მერე ამანხო საერთოდ. პუშკაშზე გაიწევს ეს გოლი
საოცრებაა მაგრამ ვალვერდეს სიმართლე უთქვამს,
მართლა ეგრეა ისეთ მომენტს გამაზავს 100იანი რო უნდა გაეტანა და რთული პოზიციიდან პირიქით რაღაც აკრობატულ საოცრებებს აკეთებს.
მართლაც მაგარი გოლი გაიტანა ამ ოხერმა
ჩემთვის არსენალთან რო მაკრატელა გაიტანა ისაა საუკეთესო
ანუ იმის თქმა გინდა რო ლევანა მოიკითხე? 😁😁😁