კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ხრისო სტოიჩკოვი, ძალიან იმედგაცრუებული იყო 20 აპრილს გამართული მატჩის შემდეგ, სადაც მადრიდის “რეალმა” “მესტალიაზე” დაამარცხა “ბლაუგრანა”, ანგარიშით 0:1 და დაეუფლა სამეფო თასს. ხრისტოს თქმით, ამ მარცხში დამნაშავენი ჩავი და მესი არიან. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
ყოფილი “ბლაუგრანელის” თქმით, კატალონიელი და არგენტინელი ხშირად კარგავდნენ ბურთს: “მოედნის ცენტრში ჩავი და მესი ძალიან ხშირად აბარებდნენ ბურთს მეტოქეს, რაც “რეალის” კონტრ–შეტევის წამოწყებას უწყობდა ხელს. სწორედ ასეთ კონტრ–შეტევაზე გაუტანეს “ლურჯ–ბროწეულისფერებს” გოლი, რის შემდეგაც დაკარგეს ტიტული”. დაასრულა ხრისო სტოიჩკოვმა.


