ლიონელ მესის ოჯახის წევრები, როგორც წესი, განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევიან, მაგრამ მისმა დედამ, სელია კუჩიტინიმ, ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ CNN-თან ისაუბრა.
“მისი კარიერა შესანიშნავია და ჩვენს გაოცებას ყოველდღე ახერხებს. ყველაზე მთავარი კი ისაა, როგორია ლეო, როგორც პიროვნება.
ძალიან ბედნიერი ვარ, ამ პრიზს არ ველოდით. გვეგონა, მეხუთე ოქროს ბურთი ბოლო იქნებოდა. ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო”. – განაცხადა მან.




ესე თუ გაგრძელდა 7 გზაშია :))))
დეიდა, მესი კიდევ მინიმუმ 1 ბურთს მიამატებს
წელს მაგარ სეზონს ატარებს,თან ფორმაში ახლა შედის და თან ზაფხულში კოპაც ელოდება და იმედია მეშვიდესაც მიაყოლებს. ჩმორიკოსთან ერთად სადამდე გავქაჩავთ ლიგაზე ვერ გეტყვით,მაგრამ არგენტინასთან ერთად კოპას მოგების იდეალური შანსი აქვს.
კიდევ მინიმუმ 2 რო დაამატოს მაგარი იქნება ძაან ძაან.
ეშმაკთან შეწყვილებაც აღარ უშველის :დ
ახლა კრისტინა ეშმაკსაც შეუწყვილდება, ოღონდაც მესის დაეწიოს.
არც მე-6 იქნება ბოლო