ორშაბათს გამართულ სავარჯიშო სესიაში, ჟერარ პიკემ თანაგუნდელებთან ერთად მონაწილეობა ვერ მიიღო.
“ბარსელონას” ცენტრალური მცველი გუშინ, “ატლეტიკოსთან” დაზიანდა და მოედნიდან მისი გაყვანა გახდა საჭირო.
Marca-ს ინფორმაციით, პიკე ტრავმირებული არაა და მან დღევანდელი ვარჯიში, უბრალოდ, თავის დაზღვევის მიზნით გამოტოვა. ასე რომ, ის ლა ლიგის მომდევნო ტურში, “მალიორკასთან”, თამაშს შეძლებს.
სამაგიეროდ, ერნესტო ვალვერდეს მომდევნო მატჩში უსმან დემბელე, ჟორდი ალბა და ნელსონ სემედუ არ ეყოლება.




მალიორკასთანაც დაისვენოს არაა პრობლემა
თუ არ აქ ტრავმა კარგია.