მესამე დივიზიონის მატჩში, “ბარსელონას” სარეზერვო გუნდმა გათამაშების ლიდერ “კასტელონს” უმასპინძლა. მატჩი 2-1 დასრულდა.
83-ე წუთამდე წინ სტუმრები იყვნენ, თუმცა შემდეგ ანგარიში რონალდ არაუხომ გაათანაბრა, ხუთ წუთში კი მონჩუმ პენალტი ზუსტად შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ “კასტელონს” მე-15 ტურამდე წაგება არ ჰქონდა. ამ მატჩის შედეგის გათვალისწინებით კი, პირველ ადგილზე “საბადელმა” გადაინაცვლა, ხოლო “ბარსა ბ” პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდა და მე-5 ადგილზე გადავიდა.
![დრამატული მატჩი და “ბარსა ბ”-ს ქამბექი ლიდერთან [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2019/12/1575233535_b.jpg)


