წლის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, “ოქროს ბურთის” მფლობელი, “ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი გახდება, იტყობინება Mundo Deportivo.
მოგეხსენებათ, 2 დეკემბერს, პარიზში “ოქროს ბურთის” დაჯილდოება უნდა გაიმართოს, თუმცა თუ კატალონიურ წყაროს დავუჯერბთ, გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილია.

წყაროს ცნობით, France Football-ის წარმომადგენლები ბარსელონაში ჩავიდნენ და ლიონელ მესისთან პრივატული შეხვედრა გამართეს, სადაც მას აცნობეს, რომ “ოქროს ბურთს” ის მოიგებდა. ამის შემდეგ, მათ ამის აღსანიშნავად, პატარა წვეულებაც მოაწყვეს.
გასულ სეზონში ლიონელ მესიმ 50 მატჩში 51 გოლი გაიტანა და გააკეთა 22 საგოლე გადაცემა.




Ragac aramgonia
მოართვით მეფეს თავისი კვერთხი😉
ეკუთვნის ლეოს. თუ ეს გამართლდა დაითვალეთ რამდენი კაცი მოკვდება გინდა ტურინში, გინდა ლივერპულში, მადრიდში და ასე შემდეგ. ამდენ ქელეხს რა გაუძლებს.
ინდივიდუალური ჯილდოა და ზუსტადაც ლეოს ეკუთვნის შედეგიანობით და ინდივიდუალურად საოცარი წელი ქონდა
მოიგო მესიმ აშკარად.მინიშნებები მის ოფიციალურ ინსტაგრამზეცაა.ასე რო, გილოცავთ პირველი ფეხბურთელი ვისაც 6 ოქროს ბურთი აქვს მოგებული,ეს ,,მესია"
ინდივიდუალურად ყველაზე საუკეთესო იყო რა თქმა უნდა უნდა მოიგოს
რათქმაუნხა მესიმ უნდა აიღოს ოქროს ბურთი
აბა რაა.(თუ მართალუა.)
გენიოსი,უბრალოდ გენიოსი!