ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ლეგანესთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “ლეგანესთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ლეგანესთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

“ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენს მეტოქეს კარგი მოტივატორი ჰყავს. მათი ახალი მწვრთნელის შედეგები სახეზეა. მას მოთამაშეებთან მიდგომის განსაკუთრებული მეთოდი აქვს. ზუსტად არ ვიცი, რა ცვლილებებს მოახდენს ის გუნდში, რადგან “ლეგანესს” თავისი სტილი უკვე აქვს. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გამარჯვება ძალიან გვინდა, რადგან წინა სეზონში მათთან დავმარცხდით. 

ჟერარ პიკეს ვესაუბრე და დავრწმუნდი, რომ ის თამაშზეა კონცენტრირებული. დეივისის თასის მიმდინარეობა მის ფორმაზე გავლენას არ ახდენს. ასე რომ არ იყოს, მას არ გამოვიძახებდი. 

მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში სემედუ, ალბა და რობერტო გვაკლია, შეშფოთებული არ ვარ, რადგან ასეთი სიტუაციებისთვის მზად ვართ. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს: შეგვიძლია, სქემა შევცვალოთ, ან იგივე დავტოვოთ. მუსა ვაგე თამაშისთვის მზადაა.

ანტუან გრიზმანის გამო არ ვღელავ. ის გუნდთან ერთადაა, ბევრს შრომობს და გოლებით გვეხმარება”. – თქვა ვალვერდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში