Parions Sport-ი “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ერთ-ერთი სპონსორია, რომელმაც ტვიტერზე გამოქვეყნებული ინფორმაციით საზოგადოებას ცერემონიაზე მესის დასწრების შესახებ ამცნო. თუმცა მოგვიანებით გაკეთებულ კომენტარში აღნიშნეს, რომ საღამოზე ყოფნაში უშუალოდ პიროვნების დასწრებას არ მოიაზრებდნენ.
ერთ-ერთი გულშემატკივრის კითხვას კი უპასუხეს და დაწერეს, რომ ალექს მორგანი და ლიონელ მესი დაჯილდოებაზე იქნებოდნენ. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ Parions Sport-ის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მათ არასდროს უთქვამთ მესისა და მორგანის დაჯილდოებაზე დასწრების შესახებ და ამ შემთხვევაში სიტყვა ყოფნა (be present) სხვანაირად იქნა აღქმული. განცხადებას კი ქომაგების კომენტარები მოჰყვა: “კარგით რა, ჩვენ სულელები არ ვართ.”
ლიონელ მესი ადრეულ წლებში “ოქროს ბურთის” დაჯილოების ცერემონიას ესწრებოდა იმ შეთხვევაშიც კი, როცა ის პრიზს ვერ იგებდა. ბოლო წლებში არგენტინლი ცერემონიას არ დასწრებია და ვერც გამარჯევბული გახდა. ამიტომ ფეხბურთის ქომაგებმა მესის დასწრება მის გამარჯვებას დაუკავშირეს. ხმის მიცემა უკვე დასრულებია და დაჯილდოება 2019 წლის 2 დეკემბერს გაიმართება.




მე ის კოეფიციენტები მიშლის ნერვებს ამხელა რომ აქვს მესის და ვირჯილს ისეთი დავალი თორე წესით ისე ჩანს მესი აიღებს
რა თქმა უნდა მესიმ უნდა მოიგოს, ამაზე კამათი არ ღირს!
ყვეკაზე დიდი სისულელე იქნება ვან დეიკს თუ მისცემენ ოქროს ბურთს მესიმ უნდა აიღოს
აი იმენნა ამ ოქროს ბურთს არა აქვს ფასი(ფრანს ფუტბოლის ჟურნალისტების არჩევანს) ვინაიდან ჟურნალისტებს სენსაციები უყვართ და ათასი მაიმუნობა. მთავარი პრიზები ლეომ უკვე აიღო: ოქროს ბუცი, ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირის და საუკეთესო თავდამსხმელის, და რაც მთავარია ფიფას საუკეთესოს(რომელსაც ადრე ოქროს ბურთი ერქვა). აი აქ ფეხბურთელების და მწვრთნელების აზრია გამოხატული. დანარჩენია ზღაპარია.