ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “კლასიკოს” თარიღის შეცვლა საჭირო არ იყო, თუმცა ჩვენ არაფერს ვასაჩივრებთ

პიკე: “კლასიკოს” თარიღის შეცვლა საჭირო არ იყო, თუმცა ჩვენ არაფერს ვასაჩივრებთ

კატალონიის “ბარსელონას” ესპანელი მცველი, ჟერარ პიკე, დარწმუნებულია, რომ “რეალთან” მატჩის 18 დეკემბერს გადაწევა საჭირო არ იყო. იტყობინება, AS. 

“მატჩი იმ დღეს უნდა ჩატარებულიყო, როცა დაგეგმილი იყო. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ სხვა დროს გადავხედავთ, უფრო ნაკლები დასასვენებელი დრო გვქონდა, ვიდრე “რეალს”. ჩვენი წინადადება არ ყოფილა მატჩის გადადება, ეს ლა ლიგის პრეზიდენტით, ხავიერ ტებასით დაიწყო, რომელმაც მადრიდში თამაში შემოგვთავაზა, შემდგომ კი შეხვედრა 18 დეკემბერს გადაიდო. ჩვენ არაფერს არ ვასაჩივრებთ.

26 ოქტომბერი? თუ “კლასიკო” ამ დღეს გაიმართებოდა არაფერი არ მოხდებოდა. ამ მომენტში ხალხის გარკვეული ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა, თუმცა “კამპ ნოუზე” საფრთხე არ შეიქმნებოდა, არც მაშინ და ვიმედოვნებ ეს არც მომავალში მოხდება.” – განაცხადა, პიკემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • tigresa
    schedule 18 ნოე 2019, 23:32

    ციტატა: rijkaard
    ვისაც არგენტინა-ურუგვაის მატჩი აინტერესებს.
    My Webpage


    მადლობა, მაგას ვეძებდი ეხლა

  • M10 S9 D11
    schedule 18 ნოე 2019, 23:22

    უნდა დავადუღოთ 18-ში მონები

  • rijkaard
    schedule 18 ნოე 2019, 22:59

    ვისაც არგენტინა-ურუგვაის მატჩი აინტერესებს.
    My Webpage