მილანის “ინტერის” ნახევარმცველი, სტეფანო სენსი, ევროპული გრანდების ინტერესის ობიექტი ხდება. იტყობინება, Calciomercato.com.
იტალიური პრესის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის შეძენა “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” სურს, თუმცა გაცილებით დიდ ინიციატივას, “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა იჩენს, რომელიც თვლის რომ სენსი მის გუნდს იდეალურად მოერგება.
აღსანიშნავია, რომ სტეფანო სენსი ჯერ კიდევ “სასუოლოს” საკუთრებაა, რადგან “ინტერმა” იგი გასულ ზაფხულს იჯარით 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ აიყვანა.




აი ეს რა ჩემს ფეხებად გვინდა ვერ გავიგე
ორივე ერთამენთზე ცუდები არიან.
ე ბიჭო იყიდეთ მალე 250 მილიონად, ვინმემ არ წაიყვანოს. პუჩი და აკადემია კიდე ჯანდაბაში წასულა :)) პეპს ნდომებია და ბარსასაც თურმე :))