“ბარსელონას” ესპანელმა მცველმა, ჟერარ პიკემ, ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ყოფილი კლუბი, “მანჩესტერ იუნაიტედი” გაიხსენა, სადაც 2004-2008 წლებში ასპარეზობდა. იტყობინება, Goal.com.
“მანჩესტერ იუნაიტედი” – ჩემთვის დიდი გამოცდილების წყაროა. იქ ძალიან გავიზარდე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ მითამაშია. ჩემთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, რიო ფერდინანდი და ნემანია ვიდიჩი იბრძოდნენ. კარიერის ამ ეტაპით ძალიან ვამაყობ.” – განაცხადა, პიკემ.



