“ბარსელონას” კაპიტანი – ლიონელ მესი, კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ჯერჯერობით არ ჩქარობს. იტყობინება, Marca.com.
ესპანური პრესის ინფორმაციით, არგენტინელი ფორვარდი ახალ ხელშეკრულებას მომდევნო სეზონის შემდეგ გააფორმებს. მესის ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლამდეა ძალაში, თუმცა კონტრაქტში გათვალისწინებულია პუნქტი, რაც მესის სურვილის შემთხვევაში მას უფლებას აძლევს კლუბი 2020 წელსაც დატოვოს.
“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოსეპ მარია ბართომეუმ კი არაერთი განცხადება გააკეთა მესის მომავალთან დაკავშირებით, სადაც ნათლად აღნიშნა, რომ მესი კლუბის დატოვებას უახლოესი პერიოდის განმავლობაში არ აპირებს.




G.O.A.T.
იდმანს უყურებ? იქ წერენ ყოველთვის იუბილარებს.
:დ რანაირად ????? :დდდ
თურმე დინამო ყიდულობს,ფულის შეგროვებას იწყებს,ისე მესიმ თუ ამოწურა თავი ალბათ იგიც იცით ვინა უკეთესი რომ შევცვალოთ
ჩინეთში კი არა რიგი დაუდგება ევროპაში
ამან ამოწურა თავის თავი უკვე. ჩინეთში გაყიდონ სარფიანად
დღეს რომან ბიურკის(1990),ზე ცარლოსის1968),რამონ ნუნიესის(1984),მატიას ბოლის(1990),ლუიზაოს(1975),ტომას ვერმალენის(1985),და სამუელ უმტიტის(1993).დაბ.დღეებია.,
მესის როცა გაუხარდება და როცა მოუნდება მაშინ წავა, და რაც არ უნდა გადაწყვიტოს ყველანი მადლობლები უნდა ვიოტ მუდამ მისი კარიერით, რაც ბარსელონასთვის გააკეტა, ანუ ჩვენ ვხედავთ მესის ტუ რას აკეთებს ოჯახისთვის, რადგან ბარსა მისი ოჯახია და საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს მუდამ, იმედია 2-3 წელი კიდევ ითამაშებ ოჯახში სანამ სხვა გზით დაეხმატები გუნდს…….
მესი არსად არაა წამსვლელი ასე რომ საერთოდ არ ვნერვიულობ მაგ საკითხზე გაახანგრძლივებს აბა რას იზავს
❤❤❤❤❤❤❤❤ მესის
დამოკიდებულება,კლუბის მიმართ,მეტია,ვიდრე ფარატინა ქაღალდზე დატოვებული ავტოგრაფი❤❤❤❤. არ დატოვებს კლუბს, მინიმუმ 2022 წლამდე და არ მაინტერესებს, კონკრეტულად, რომელ თვესა და რიცხვში მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს G.O.A.T. ❤❤❤❤