“ბარსელონას” სარეზერვო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აბელ რუისი იმედოვნებს, რომ ძირითად გუნდში შანსი მალე მიეცემა.
19 წლის შემტევი ამ თემაზე EFE-სთან ინტერვიუში საუბრობს.
“ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ “ბარსა ბ”-ში, მესამე დივიზიონში დავრჩენილიყავი. მე ყოველდღე ვვარჯიშობ და ვვითარდები. თავის გამოჩენის შესაძლებლობა იქნება და ამისთვის მზად უნდა ვიყო. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ აკადემიაში.
მართალია, რომ თუ შესაძლებლობები არ გეძლევა, სათამაშო დროის მისაღებად სხვაგან უნდა წახვიდე, მაგრამ მე მინდა, რომ “ბარსელონაში” გავიზარდო და ჩამოვყალიბდე, როგორც პიროვნება და ფეხბურთელი. ამ კლუბმა პირველივე დღიდან ყველაფერი მომცა”. – აცხადებს რუისი.



წარმატებები მიყვარს შენნაირი ბარსას ერთგულები 🔵🔴