workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ანტირეკორდების სერია

“ბარსელონას” ანტირეკორდების სერია

სულ რაღაც 18 თვის წინ, “ბარსელონა” დაცვის სიძლიერის კუთხით ევროპაში საუკეთესოდ მიიჩნეოდა. 

ახლა, იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. 

წინა სეზონის განმავლობაში კატალონიურ გუნდს სულ 3 წაგება დაუგროვდა, სეზონის დაწყების შემდეგ კი გუნდს 3 მატჩი უკვე აქვს წაგებული. 

სახარბიელო არც ის შედეგია, რომ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, “ბარსაზე” ნაკლები გოლი 35-მა გუნდმა გაუშვა – “ბარსელონას” საშუალო მაჩვენებელი გუნდის წინა წლების მონაცემებს ბევრად აღემატება. მაგალითად, 2010/11 და 2014/15 წლების სეზონებში გაშვებული გოლები (ორივე 0,55) რომ შეგვეკრიბა, ახლანდელ მონაცემს (1,27) მაინც ვერ გადააჭარბებდა. 

ერნესტო ვალვერდეს გუნდის დაცვის ხაზის პრობლემებზე ისიც მეტყველებს, რომ ჟერარ პიკეს უკვე 9 ბარათი აქვს მიღებული, ჟორდი ალბას პირდაპირი შემცვლელი ჟუნიორ ფირპო კი თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას ვარჯიშის დროსაც ვერ ახერხებს. 

Marca-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე სეზონის “ბარსელონას” წინა სეზონებზე უარესი მაჩვენებელი არაერთ კრიტერიუმში აქვს. გაშვებულ გოლებთან ერთად, მათ შორისაა გაფრთხილებების რაოდენობა, არაზუსტი პასები, მიღებული კონტრშეტევები და ა. შ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 09 ნოე 2019, 00:37
    #4

    ვალვერდე ადექი და გაასხი სასწრაბოდ ბარსადან

  • BEQA BARCA
    schedule 08 ნოე 2019, 23:33
    #3

    აუ წადი მხოლოდ წადი…
    სასჯელიც გეკუთვნის შენ…

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 08 ნოე 2019, 22:31
    #2

    ბარსა გაანადგურა და თან აქეთ ახევს ფულს. ეეჰ, რას დაამსგავსეს ყველა დროის საუკეთესო გუნდი cry

  • me da barca
    schedule 08 ნოე 2019, 22:09
    #1

    საღოლ ვალიკო.