როგორც გახსოვთ, ზაფხულში, მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, რივალდო, თბილისში ჩამოვიდა და როგორც გაირკვა, “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს აჭარაბეთის ფილმ “არენა”-ში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
ფილმის რამდენიმე სურათი და თრეილერი ინტერნეტში უკვე გავრცელდა, ერთ-ერთ ოფიციალურ სურათში კი რივალდო ლევან მჭედლიძესა და გიორგი ცაავასთან ერთად გვევლინება.
გიორგი ცაავა ფილმში არენას წამყვანის როლს ასრულებს, რივალდო და ლევან მჭედლიძე კი, როგორც სურათიდან ჩანს, ერთმანეთის წინააღმდეგ აპირებენ თამაშს.
“არენას” პრემიერა წლის ბოლომდე შედგება და ფეხბურთის გულშემატკივრები აუცილებლად გაიგებენ პასუხს კითხვაზე, ვინ გაიმარჯვებს დაპირისპირებაში – ლევან მჭედლიძე, თუ რივალდო.




ამოწყდით ერთ დღეს კაზინოებო.