მას შემდეგ რაც “ბარსელონას” 16 წლის ფეხბურთელი, ანსუ ფატი სკოლიდან წამოვიდა, მას თავისუფალი დრო გამოუჩნდა და როგორც ჩანს, კატალონიური კლუბის ტალანტმა სამწვრთნელო კურსებზე ჩაწერა გადაწყვიტა.
Sport-ის ცნობით, ანსუ პირველი დონის სამწვრთნელო კურსს გაივლის. თუ ფატი გარკვეულ დონემდე მიაღწევს, მას პროფესიონალური გუნდის გაწვრთნის უფლება ექნება. ასევე, კლუბმა მას ინგლისურის მასწავლებელიც აუყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ ფატი ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, ის “ბარსელონას” პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და იმის გათვალისწინებით, რომ უსმან დემბელეს დისკვალიფიკაცია აქვს, დიდი ალბათობით, ანსუ ლა ლიგის შემდეგ მატჩში (“ვალიადოლიდი”) მონაწილეობას მიიღებს.




#OUTVALVERDE
აი კაცი არ ჩერდება ცდილობს მეტად განვითარდეს საღოლ მივესალმები!
ანუ ტაქტიკას და მოედანზე აზროვნებას ეჩვევა ტიპი, საღოლ ბავშვი…
ამანაც მიხვდა რო ცუდ ხელში ვართ და გადაწყვიტა, რომ ესწავლა მწვრთნელობა. ვალვერდეს დაერხა😂🤣😆
კარგია მაგას რა სჯობია რაც უფრო მეტად განვითარდება გონებრივათ მით უფრო მარტივად შეძლებს ფეხბურთის თამაშს ვალიადოლიდთან იმედია მეორე ტაიმში წესიერ დროს შემოიყვანს და არა 2 წუთით
საღოლ 😀 ჯერ კია პატარა მარა უფრო მეტს გაიგებს ტაქტიკაზე და სათამაშო ინტელექტიც მოემატება. აბა ზოგი ამ დროს ვიდეო თამაშებს ახმარს. ისე სუარესი დაჯდეს სკამზე შემდეგ ტურში. ვალიადოლიდი არაა რთული მეტოქე. ფატიმ ძირითადში რო დაიწყოს გაასწორებდა. თორე თუ არ დააყენა შემოყვანით მაქსიმუმ 80 წუთზე შემოიყვანს ეს პიტალო მკვდარძაღლი კაცი და რა აზრი აქვს. მესისთან ერთად სასტარტოში გაასწორებდა. მისცემს პასებს ლეო და გაატანინებს