“ბარსელონა ბ”-ს მთავარმა მწვრთნელმა, გარსია პიმიენტამ, “საბადელთან” ლიგის მატჩის წინ კომენტარი ურუგვაელ მცველ რონალდ არაუხოზე გააკეთა.
“მიხარია, რომ არაუხოს პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. ეს ჩვენი მთავარი მიზანი იყო.
არაუხო მოედნიდან უხეშად გააძევეს, მაგრამ მან მაინც დაამტკიცა, რომ მზადაა და შეგვიძლია, ნებისმიერ დროს მისი კარგი თამაშის იმედი გვქონდეს”. – ციტირებს პიმიენტას სიტყვებს Sport.
არაუხოს დებიუტი “სევილიასთან” შეხვედრაში შედგა, თუმცა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა – ის მოედანზე გამოსვლიდან რამდენიმე წუთში გააძევეს და გაპროტესტების გამო, უსმან დემბელეც ზედ მიაყოლეს.




გამოუცდელობის ბრალი იყო სულელური წითელი აიკიდა
…" და გაპროტესტების გამო, უსმან დემბელეც ზედ მიაყოლეს"….
კარგად არის ნათქვამი, "მიაყოლეს"