რამდენიმე წუთის წინ, “ბარსელონამ”, გადადებულ “ელ კლასიკოსთან” დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ:
- სამშაბათს, კლუბმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტს აცნობა, რომ ლა ლიგის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს, “ელ კლასიკოს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებას არ ეთანხმება;
- კლუბის მიზანი იყო “ელ კლასიკო” 26 ოქტომბერს “კამპ ნოუზე” ჩატარებულიყო და კომიტეტს ეს წერილობით ვაცნობეთ;
- კლუბი დარწმუნებულია თავისი წევრებისა და გულშემატკივრების მშვიდობიანობაში. ისინი, “კამპ ნოუზე”, ყოველთვის სამაგალითოდ იქცეოდნენ;
- ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ “განსაკუთრებული გარემოებების” გამო, თამაში გადადოს და ახალი თარიღის შეთანხმება კლუბებს დაავალა. ვაცხადებთ, რომ ჩვენი შეთავაზება თამაშის 18 დეკემბერს ჩატარება იქნება;
- კლუბი წუხილს გამოთქვამს იმ დისკომფორტის გამო, რომელიც შესაძლოა კლუბის წევრებსა და გულშემატკივრებს შეექმნათ. ბილეთების თანხის ორშაბათიდან, 21 ოქტომბრიდან დაბრუნებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.




ეჰჰჰ(((არადა როგორ ველოდი 26-ში თამაშს..ახლა 18 დეკემბრამდე რამოიცდიის😐😒ნეტა მალეგავიდეს დროო…(((😒😒😒
Eh arada rogor velodedi 26 ramotmens 18 tamde
კაროჩე რაა როგორ ველოდებოდი 26 ოქტომბერს და ამათმა ერთი კვირით ადრე გადადეს თამაში არადა ამ ერთ კვირაში კაცმა არ იცის რა მოხდება
როგორო როგორო? ეხლა მეტყვი ეს მაინც ხოუნდა გადაეწყვიტათო ჩვენ სასარგებლოდო …
აესეთ რაღაცებს იყენებთ ფაქტებად რაღაცების დასამტკიცებლად და აჰა მეც გამოვიყენებ … დავამტკიცე ვსო!!
როცა არ უნდა ჩატარდეს, მნიშვნელობა არ აქვს <3 "რეალის" წინააღმდეგ ვარჯიში გვაქვს ხოლმე <3