მექსიკელი ყოფილი ფეხბურთელი, რაფა მარკესი, რომელიც “ბარსელონას” ღირსებას 2003-10 წლებში იცავდა, ლიონელ მესისთან დაკავშირებულ ეპიზოდს იხსენებს.
“ვარჯიშის დროს 7-7-ზე ვთამაშობდით და ლეო ჩემს გუნდში იყო.
მან ბურთი მიიღო და ერთი ფეხბურთელი ჩამოიტოვა, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე, შემობრუნდა და ისინი ისევ მოატყუა. ბურთი ერთი წამითაც არ გაუშვია. შემდეგ მე დავუყვირე: “ლეო, გაუშვი!”
ის ისე გაბრაზდა, რომ ყვირილი დაიწყო, ჩემთან მოვიდა და კამათი დავიწყეთ, სანამ პეპ გვარდიოლა არ მოვიდა და დააწყნარა.
როცა მესი ძალიან ახალგაზრდა იყო, მის შესახებ ბევრი გვესმოდა. ვიცოდით, რომ “ბარსა ბ”-ში საოცრებებს აკეთებდა და ახალ დიეგო მარადონად მივიჩნევდით. მისი ზრდის პროცესს დავესწარი და ეს შესანიშნავი იყო”.
ხოდა, ზუსტად მაგიტომ, მასეთი შინაარსობრივი შეუსაბამობების გამო ხანდახან მხოლოდ სათაურს ვკითხულობ ხოლმე..
და რა მოყვა ეხლა ამან?
რას უყვიროდი რო უყვიროდი გეცლია ბავშვისთვის ზროსლების მოტყუება