“ბარსელონას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ჰოლანდიურ გამოცემასთან, De Telegraaf-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
“ზოგჯერ, ჩემს თავს ვეკითხები, კიდევ რამდენ ხანს შევძლებ თამაშს. ჩემს გონებაში თავს ისე ვგრძნობ, თითქოს 25 წლის ვარ, მაგრამ ზოგჯერ სხეული მეუბნება, რომ უფრო ფრთხილად უნდა ვიყო. ახლა თამაშებისთვის უფრო განსხვავებულად ვემზადები, ვიდრე ადრე.”
“თუ თამაშს ვეღარ შევძლებ, პირველი ადამიანი მე ვიქნები, ვინც ამას აღიარებს.”
“ფეხბურთის თამაშს მანამდე გავაგრძელებ, სანამ თავს კარგად ვიგრძნობ.”
“ბარსელონადან” წასვლა? არასდროს მქონია სურვილი, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დამეტოვებინა. მიყვარს ეს ქალაქი, ვარჯიშები, მატჩები. აქ ყველაფერია. მინდა აქ უფრო მეტს მივაღწიო – ჩემს კლუბში.” – განაცხადა ლიონელ მესიმ.




ადმინ ადრეც ავღნიშნე, ქვეყანა ჰოლანდია აღარ არსებობს, მას მხოლოდ ნიდერლანდები ჰქვია.
რაც შეიძლება დიდხანს ლომო რაც შეიძლება დიდხანს
ლეო ლეგენდა !! არა მარტო მისი სასწაული კარიერის გამო,რომელსაც ალბათ ვერავინ გაიმეორებს,გულითაც და ერთგულებითაც ლეგენდა, და იმ სიაში დგება რასაც ქვია მალდინი,ჯერარდი, პუიოლი, რომლებმაც არც ფულიზა და სხვა პრობლემების მიუხედავად გუნდი არ გამოიცვალეს და ბოლო წუთამდე თავისი გუნდის ერთქულები დარჩენ
შემართება მომწონს. მინიმუმ 3 წელი რო არსად წახვალ ეგ ვიცი