ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიკი პუჩი პროგრესს განაგრძობს – მას ვეღარ აჩერებენ

რიკი პუჩი პროგრესს განაგრძობს – მას ვეღარ აჩერებენ

“ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტი, რიკი პუჩი ძალიან სწრაფად პროგრესირებს. მან ეს “ორიუელასთან” მატჩშიც (3:0) დაამტკიცა, როდესაც 20 წლის ფეხბურთელს თამაშის წესების დარღვევის გარეშე ვერ აჩერებდნენ.

“ბარსელონას” სარეზერვო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიკის მოედნის ცენტრში სრული თავისუფლება მიანიჭა. ეს კი მას მოედანზე სივრცეების ათვისებაში და მეტოქე ფეხბურთელებისთვის პრობლემების შექმნაში ეხმარება.

“ამ სეზონში რიკი უფრო მომწიფებულია. თითოეული პასის დროს მას ეტყობა, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშობს (იმ დონესთან შედარებით, რომელზეც “ბარსელონა ბ” თამაშობს).” – წერს კატალონიური გამოცემა Sport.

მიმდინარე სეზონში პუჩის მიზანი იყო, რომ გასვლით მატჩებში ისევე კარგად ეთამაშა, როგორც იოჰან კრუიფის სახელობის მოედანზე, რადგან “ბარსა ბ”-ს მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ზოგიერთი სტადიონი მის თამაშის სტილს არ შეესაბამება. თუმცა, კვირები გადის რიკი კი ყველაფერს მოედანზე ამტკიცებს – ის სხვაობას ნებისმიერ სტადიონზე ქმნის. მეტოქეები 20 წლის ფეხბურთელის ფიზიკურ ორთაბრძოლებში დაჩაგვრას ხშირად ცდილობენ, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდით.

შესაძლოა, ეს სეზონი რიკისთვის ისეთი არ გამოდგეს, როგორიც თავად სურს, რადგან “ბარსელონას” მთავარ გუნდში 7 ნახევარმცველია, ამიტომ, ჯერჯერობით, მისთვის ადგილი ვერ მოიძებნება – “მას უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა ნახევარდაცვაში ბევრი მოთამაშე გვყავს. რიკი სარეზერვო გუნდში ითამაშებს. ეს მისთვის კარგი იქნება, რადგან სათამაშო წუთებს რეგულარულად მიიღებს და ასევე, პირველი გუნდისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.” – თქვა ერნესტო ვალვერდემ აგვისტოში, პრესეზონის დროს.

ზაფხულში რიკიმ კლუბის იჯარის წესით დატოვებაზე უარი განაცხადა. ის სიამოვნებით დაელოდება თავის შანს კოპა დელ რეის ერთ-ერთ მატჩში გასაბრწყინებლად. ხალხი თვლის, რომ პუჩი “ბარსა ბ”-ში ვერ განვითარდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მას ლა ლიგის არცერთი გუნდის მაისურის მორგება არ სურს გარდა “ბარსელონასი”.

რიკი მხოლოდ თავის ოცნებაზე ფიქრობს – “ბარსელონას” მთავარ გუნდში თამაშზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 15 ოქტ 2019, 13:04

    ბუსკე, ვიდალი და რობერტო სკამზე, რაკეტა წავა, ალენია იჯარით, დე იონგი-არტური-პუჩი მუდმივად სასტარტოში. დროა უკვე.

    ერთი კითხვა მაქვს, ძალიან ძლიერი ალერგია მაქვს რობერტოზე და კიდევ თუ არის ჩემს გარდა ვინმე ასე?
    ნეტა როდის ამოივსება სასტარტოში ყველა "ხვრელი" რომ ეგ აღარ დავინახო მოედანზე!
    ..ეხლა არავინ მკითხოს – "გოლი პსჟ-სთანო"?

  • M10 S9 D11
    schedule 14 ოქტ 2019, 15:16

    ზამთარში ააცმევინონ იმ მძორ რაკიტიჩს ალენია იჯარით და დააწინაურონ ეს არტური დე იონგი ბუსკეცი პუჩი რობერტო ვიდალი საკმარისი იგროკები გვეყოლება ნახევარ დაცვაში

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 14 ოქტ 2019, 13:24

    დე იონგი, არტური-პუჩი. მომავლის ნახევარდაცვაა

  • ანალიტიკოსი
    schedule 14 ოქტ 2019, 12:31

    Vpikrob am sezonshi etapobrivad unda shetamashdes pirvel gundtan… Shemdeg cels Sasiamovno sakurebeli ikneba Frenkis Arturis da Rikis trio… Tipuri Barcelonas Naxevardacva ikneba clebis mandzilze… Xmamagali gancxadeba arikneba tu vitkvi rom "Ragacit" Gavrdiolas BarceLonas gamodzaxiliikneba… Am kvelapers da komkretulad am proekts analogiuri samcvrtnelo shtabi chirdeba… Vnaxot Ra Rogor Ikneba. Es chemi azria.

  • Bola
    schedule 14 ოქტ 2019, 11:07

    აღარაა უკვე პატარა ბიჭი დროა გაუშვან იჯარით სადმე თუ არ აპირებენ ძირითადში ათამაშონ რომმიიღოს პრაქტიკა მაღალ დონეზე. ფიზიკურადაც თუ მოძლიერდება კარგია

  • Magician
    schedule 14 ოქტ 2019, 10:50

    მიზანმიმართულად ცდილობდნენ, რომ ტრავმა მიაყენონ :/ ასეთებს ფეხბურთის თამაში სამუდამოდ უნდა აუკრძალო.