ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლა ლიგის პრეზიდენტი: მესის უსამართლოდ მოექცნენ

ლა ლიგის პრეზიდენტი: მესის უსამართლოდ მოექცნენ

ლიონელ მესიმ RAC1-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ “ბარსელონას” დატოვებას ესპანეთში შექმნილი საგადასახადო პრობლემების გამო განიხილავდა.

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, არგენტინელის განცხადებას ეხმაურება. 

“არ ვიცოდით, რას ფიქრობდა მესი, ასე რომ, დარწმუნებული ვიყავით, მისი წასვლის საფრთხე არ გვემუქრებოდა. 

როცა ეს გავიგე, შემეშინდა, შემდეგ კი შვება ვიგრძენი, რადგან მან დარჩენა მაინც გადაწყვიტა. მან რთულ მომენტში ჩვენთან თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა, რისთვისაც, მინდა, მას მადლობა გადავუხადო. თუ ოდესმე დასჭირდება, ჩვენ მას ნებისმიერ სიტუაციაში დავუჭერთ მხარს. 

რა თქმა უნდა, მესის უსამართლოდ მოექცნენ. არა მგონია, საქმე კრიმინალურ ქმედებასთან გვქონოდა. ალბათ, ადმინისტრაციული დარღვევა იყო. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ლა ლიგის კონტრაქტებს რომ ვკითხულობდე, დრო არაფრისთვის აღარ დამრჩებოდა”. – ამბობს ტებასი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 11 ოქტ 2019, 02:11

    რა იყო ტებას მოუჭირა ბაბუმ გუდას თასმები?

  • Wtf man
    schedule 11 ოქტ 2019, 01:37

    ეს კაცი ყოველთვის იძახდა რო მესი ისტორიაში საუკეთესოაო შეიძლება რეალი უფრო მოსწონდა როგორც გუნდი მარა მესიზე ყოველთვის კარგს იძახდა

  • marco reus 11
    schedule 10 ოქტ 2019, 23:55

    რაც რონალდო და ნეიმარი წავიდნენ ლალიგიდან , სულ თაფლად იღვრება ეს კაცი მესიზე საუბრისას. მანამდეც მესი იყო ეგ იგივე , რაღაც ეგრე არ ლაპარაკობდა :დ