workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” სამიზნეს თვალი “რეალმაც” დაადგა

“ბარსელონას” სამიზნეს თვალი “რეალმაც” დაადგა

კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლის” 23 წლის ესპანელი ნახევარმცველის, ფაბიან რუისისთვის ბრძოლაში “ბარსელონას” კონკურენციას მადრიდის “რეალი” გაუწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაბიან რუისი, მომდევნო ზაფხულში, “ბარსელონას” მთავარი სამიზნე იქნება. “რეალმა” კი, პრიორიტეტებად პოლ პოგბასა და კრისტიან ერიკსენის ტრანსფერები განსაზღვრა. ესპანელი შუახაზელი მადრიდელთათვის მე-3 ვარიანტი იქნება. თუმცა, კატალონიური პრესის ცნობით, “სამეფო კლუბი” შეეცდება რუისისთვის ბრძოლაში მაინც მიიღოს მონაწილეობა, რაც ფეხბურთელის ფასის ზრდას გამოიწვევს.

ფაბიან რუისი “ბეტისიდან” “ნაპოლიში” 2018 წელს, 30 მილიონ ევროდ გადავიდა. ნეაპოლური გუნდის რიგებში მან 45 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელებს ესპანელის შენარჩუნება სურთ და მას ახალი კონტრაქტიც შესთავაზეს, მაგრამ ფეხბურთელისგან უარი მიიღეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფაბიან რუისის ტრანსფერი დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაჯდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 11 ოქტ 2019, 01:28
    #2

    ეს რეალი ყველგან რატო გვეტენება მორიგი ფეხბურთელი უნდა გააფუჭონ წადი რა ბაბუ სხვა საქმე მოძებნე და დაანებე ამ ახალგაზრდა იგროკებს თავი ფაბიან რუისს რაც შეეხება ვან დე ბეეკის ტრანსფერი თუ არ გამოგვივიდა ალტერნატივა უნდა იყოს

  • Don_Andresito
    schedule 10 ოქტ 2019, 15:13
    #1

    ხოდა იმ ბართომეუს ოჯახს ჩაახტა აბელ შავიერი ვინც პოგბას ფასის კიდე უფრო ზრდა არ გამოიწვიოს და ვინც 200 მილიონი არ შესთავაზოს პოგბას. ზა პროსტა რა, რეალისთვის საქმის გასაფუჭებლად. რუისს რაც შეეხება გადახედოს ბოლო წლების ტრანსფერებს, იმ ნახევარმცველებს რომლებიც რეალში და ბარსაში გადავიდნენ. აგერ ყოფილი გუნდელი სებალიოსია და მაგას კითხოს. სკამის ხეხვა რო მოუწევს. ჩვენთან მალე ხავი მოვა ან ვინმე ვალვერდე წავა ყოველ შემთხვევაში და როტაციაც იქნება და ბუსის წასვლის მერე რუისი ძირითადის იგროკი გახდება. რეალში კიდე საეჭვოა ამ ტრიოს დაშლა. თან პერესს გამარიაჟებული ფეხბურთელების ყიდვა ურჩევნია. ისე რაბიოს დედა დაუკავშირდა ბარსასო, ხო გაყვა ფულის სუნს ეხლა აქ უნდა? ჩემი აზრით რაკიტიჩი ვიდალი წავლენ, ბუსიმ ჰა ჰაა კიდე 1 წელი გაქაჩოს, გვჭირდება 1 ნახევარმცველი. ალენია პუჩი და ვინმე ტოპ კლასი. ძირითადში რო დადგეს არტური დე იონგთან ერთად