ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრების დროს “ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი თავის ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი მკურნალობის ის სპეციალური კურსია, რომელიც “ბარსელონასა” და ურუგვაის ნაკრების ექიმებმა ერთად შეიმუშავეს.
32 წლის ვარსკვლავი მხოლოდ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ მაინც დაიწყო საუბრები იმაზე, რომ ის სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს. ამ საკითხზე კომენტარი ურუგვაის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ ტაბარესმა გააკეთა.
“კარიერის განმავლობაში ყველა ფეხბურთელი ცვდება. 60-იან წლებში, პელეზე წავიკითხე სტატია, რომელსაც ექიმი წერდა და სადაც ეწერა, რომ პელეს მასზე 20 წლით უფროსი ადამიანის ორგანიზმი ჰქონდა.
რამდენი ხანია სუარესი ნაკრებში თამაშობს? ის აქ 2007 წლიდანაა. რამდენი თამაში ჩაატარა მან? რამდენი გოლი გაიტანა? რამდენჯერ დაგვეხმარა ტრავმირებული? რამდენჯერ გაგვაკვირვა თავისი დაბრუნებით?
იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწრაფად ირჩენდა სუარესი ტრავმებს და რამდენად დროულად გვიბრნუნდებოდა ხოლმე, მიმაჩნია, რომ ნაკრებიდან მის წასვლაზე საუბარი ნაადრევია და ამ საუბრების მიზეზი ისაა, რომ ხალხი სუარესს კარგად არ იცნობს. დრო გვიჩვენებს, ვინაა მართალი. დარწმუნებულები ვართ, რომ ის კარგ ფორმაში მყოფი დაგვიბრუნდება.
ფეხბურთელის მომავლის წინასწარმეტყველება ძალიან ძნელია. არ მეგონა, თუ სუარესი ფეხბურთში ამდენს მიაღწევდა. ის ჩვენთან პირველად 2006 წელს მოვიდა. შევამჩნიე, რომ ის არაორდინალური ფეხბურთლი იყო, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ისეთი კარიერა ექნებოდა, როგორიც აქვს. მან ამ ყველაფერს თავად მიაღწია. მას ჰქონდა აღმასვლა და დაღმასვლა, ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ის ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა.
ლუის სუარესი საუკეთესო ბომბარდირი იყო “გრონინგენში”, შემდეგ ის “აიაქსში” წავიდა და 21 წლის ასაკში გუნდის კაპიტანი გახდა. შემდეგ იყო “ლივერპული”, უამრავი გოლი და რეკორდი.
სუარესმა ურუგვაულ ფეხბურთს ბევრი რამ მისცა. იმედი მაქვს, ის კიდევ რამეს შეგვმატებს. მხოლოდ ერთი ტრავმის ან გამოტოვებული თამაშის გამო არ უნდა ვინერვიულოთ.” – ტაბარესის მიერ პრესკონფერენციაზე წარმოთქმულ ამ სიტყვებს Goal ციტირებს.
საოცარი ფეხბურთელუა ჯეჯა მისი ნაჯრებიდან წასვკას ალბათ 2 წელი ღა აშორებს
ბარსელონაში იყოს ხოდზე და ურუგვაის ნაკრები სულ მახატია
ჯეკაა მაგარია ყველაზეეე <3 ესეთი მკვლელიი ფორვარდი ისტორიაში არ არსებობს <3
სუა, მარკოს შემდეგ ბოლო 30 წლის მანძილზე უძლიერესია!
თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, საუკეთესო თუ არა. იმასაც ვიტყვი, რომ "ბარსელონაში" მისი თამაშით მოხიბლული არ ვარ, მიუხედავად ბოლო დროის წარმატებებებისა.