“ბარსელონას” პრესმდივანი ჟოზეპ ვივესი ადასტურებს, რომ კატალონიურმა კლუბმა “სევილიასთან” მატჩში (4-0) რონალდ არაუხოსა და უსმან დემბელეს მიერ მიღებული წითელი ბარათები გაასაჩივრა.
ახალგაზრდა ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველმა წითელი ბარათი ბოლო იმედის ჯარიმის გამო მიიღო, ხოლო ფრანგმა შემტევმა ამ ეპიზოდის გაპროტესტების დროს, არბიტრს “ძალიან ცუდი” უწოდა.
“საჩივარი შევიტანეთ. რადგან ეს გავაკეთეთ, ესე იგი, გვჯერა, რომ წითელი ბარათები უსამართლო იყო.
შეგვიძლია, მსაჯის კონკრეტულ ქმედებებს შეფასებები მივცეთ, მაგრამ მსაჯებსა და კონკრეტულ თამაშებზე არ ვისაუბრებთ. საჩივარი შევიტანეთ და იმედი გვაქვს, საშეჯიბრო კომიტეტი ჩვენს სიმართლეს დაამტკიცებს.
სანქციებში პროპორციულობის პრინციპი დაცული უნდა იყოს. ვიდეო ყველა ჩვენგანმა ნახა.” – ციტირებს ჟოზეპ ვივესის სიტყვებს Marca.
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა და კლუბის ოქროს ხანის ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, ხუან ლაპორტამ Barcabuzz-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მრავალ საკითხზე ისაუბრა. "ბლაუგრანას" ექსმმართველი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფრანგ გარემარბს, უსმან დემბელესაც შეეხო.
"ვფიქრობ, რომ დემბელე ნამდვილად კარგია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უსმანი არასტაბილურია. მიმაჩნია, რომ კლუბმა მას მენტორი უნდა დაუქირავოს. თუ "ბარსა" ფრანგს მოარჯულებს, იგი ნამდვილად რაღაც განსაკუთრებულს შემოგვთავაზებს.
მომწონს დემბელე იმიტომ, რომ ის ბავშვივითაა. გასულ სეზონში უსმანი გახლდათ ერთადერთი, მესისთან ერთად, ვინც პირადად ახერხებდა მატჩების მოგებას." – განაცხადა ლაპორტამ.
დემბოს იმედია კლასიკოს არ გამოატოვინებენ <3
არაუხო 100%-ით იყო გასაგდები მარა დემბელე უსამართლოდ გააგდო და იმედია მარტო ეიბართან გამოტოვებს იგრას და კლასიკოში იქნება
იმედია მხოლოდ ეიბართან გამოატოვებინებენ და კლასიკოზე იქნება