ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტური: “ბარსელონასი” მესმის, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებში თამაში სიამაყის საქმეა

არტური: “ბარსელონასი” მესმის, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებში თამაში სიამაყის საქმეა

მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს, “ბარსელონას” ფეხბურთელებს შორის ყველაზე დიდი დატვირთვა არტურ მელოს ელის, რომელსაც ჯამში 22 ათასი კილომეტრის დაფარვა მოუწევს. 

თუმცა, 23 წლის ნახევარმცველი ხანგრძლივ მგზავრობას არ უშინდება და ბრაზილიის ნაკრებში თამაშის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. 

“მესმის, რომ “ბარსელონაში” არ უნდათ, ძალიან გადავიტვირთო, მაგრამ ჩემთვის ბრაზილიის ნაკრებში თამაში განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს. 

ნაკრებისთვის ძალას არასდროს დავიშურებ და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება. 

რა თქმა უნდა, ნაკრებში ესმით, რომ ფეხბურთელი კლუბში უნდა დაბრუნდეს და ჯანმრთელობაზე კარგად ზრუნავენ”. – აცხადებს არტური. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • messi and iniesta
    schedule 09 ოქტ 2019, 13:27

    აბა რა არტურ პირველ რიგში ნაკრები და მერე კლუბი

  • M10 S9 D11
    schedule 09 ოქტ 2019, 00:18

    იასნა ნაკრებში როცა თამაშობ ბოლომდე უნდა დაიხარჯო მარა ამ ამხანაგურ თამაშებზე ნუ მოიკლავ თავს

  • Wtf man
    schedule 08 ოქტ 2019, 23:06

    ეიბართან უეჭველი უნდა დაასვენოს არტური რო კლასიკოზე ხოდზე იყოს. კლასიკო ბევრ რამეს გადაწყვეტს