“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე 2019 წლის საუკეთესო კატალონიელ ფეხბურთელად დასახელდა.
Marca-ს ინფომრაციით, 32 წლის ფეხბურთელმა ხმების 67% მიიღო. მე-2 ადგილზე, 27%-ით, “ესპანიოლის” ნახევარმცველი მარკ როკა გავიდა.
წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ასევე “ბარსელონაში” მოთამაშე აიტანა ბონმატი დასახელდა.
საუკეთესო ახალგაზრდა ვაჟ მოთამაშედ ისევ “ბარსელონელი”, რიკი პუჩი დასახელდა, ხოლო ახალგაზრდა ქალ ფეხბურთელად – “ატლეტიკოს” მცველი ლაილა ალეიშანდრი.
საუკეთესო კატალონიელი მწვრთნელი ინგლისის პრემიერ ლიგის მომგები პეპ გვარდიოლა გახდა, ხოლო საუკეთესო მსაჯი – ხავიერ ესტრადა.
გამარჯვებულებს კუთვნილი ჯილდოები 14 ოქტომბერს გასამართ ღონისძიებაზე გადაეცემათ.
აბა ახლა სხვა ვინ გახდებოდა