ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო, “ბარსელონას” მწვრთნელს ურჩევს, ლიონელ მესი “სევილიასთან” დაასვენოს.
“სევილიასთან” თამაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ლა ლიგაში ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და ახლა მესის დაცვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
ეს მას გამოჯანმრთელებისთვის კიდევ რამდენიმე დღეს მისცემს. ლეოს აღდგენის პროცესი ბოლომდე ჯერ კიდევ არ გაუვლია და ასეთ შემთხვევაში უკეთესია, პრაქტიკა ვარჯიშის დროს მიიღოს. აუცილებელია, რომ ის 100%-იან ფორმას რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს”. – ციტირებს რივალდოს სიტყვებს Marca.
“ბარსა”-“სევილიას” შეხვედრა ორ დღეში, “კამპ ნოუზე” გაიმართება.




წადი ბიძია დაიძინე მაგ თამაშის მერე ისედაც დაისვენებს ორი კვირა ბარსას კიდე ქულები სჭირდება სულ გაუბერა ამან სიბერეში