ლა ლიგის მე-8 ტურში “სევილიასთან” გასამართი მატჩი “ბარსელონას” კარის დარაჯისთვის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის საიუბილეო იქნება.
გერმანელი მეკარე “ბარსელონაში” 2014 წელს გადავიდა. პირველი 2 წლის განმავლობაში ის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მატჩებში იღებდა მონაწილეობას, ლა ლიგაში კი, სათადარიგოთა სკამზე იჯდა. გუნდიდან კლაუდიო ბრავოს წასვლის შემდეგ ტერ შტეგენი “ბლაუგრანას” პირველ მეკარედ იქცა.
2014 წლიდან დღემდე, მარკ-ანდრეს, “ბარსას” მაისურით, 199 თამაში დაუგროვდა. ეს ნიშნავს, რომ “სევილიასთან” კვირას გასამართი შეხვედრა მისთვის საიუბილეო, მე-200 იქნება.
გასული 5 სეზონის განმავლობაში ტერ შტეგენმა, “ბარსელონასთან” ერთად, 13 ტიტული მოიგო.




მიდი შტეგო უნდა იფრინო ხვალ