წინა სეზონის ბოლო ნაწილამდე არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც იმის საფუძველი ჰქონდათ, რომ ერნესტო ვალვერდეს მუშაობა ლიგაში ნაჩვენები კარგი შედეგით გაემართლებინათ, ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ჩავარდნილი მატჩი კი იმ შეცდომისთვის მიეწერათ, რომელსაც ყველა უშვებს.
რა თქმა უნდა, შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ის, ვინც ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ორჯერ სამარცხვინოდ ეთიშება, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ წოდებულ კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ ინარჩუნებს. ვალვერდეს შემთხვევაში კი საქმე მხოლოდ ამ ორ მატჩს არ ეხება.
პირველ სეზონში “ბარსელონამ” 2 ტიტული მოიგო, შარშან მხოლოდ ერთით დაკმაყოფილდა, წელს კი ამ რიცხვების ლოგიკური გაგრძელება არც ისე მოულოდნელი იქნება – ვალვერდეს მუშაობა ამის დიდ “იმედს” გვაძლევს.

ესპანელი ჟურნალისტი, ხაიმე რინკონი, იმ მიზეზებს წარმოგვიდგენს, რომელთა გამოც ვალვერდეს თანამდებობიდან გათავისუფლება მხოლოდ ამ სეზონის გამოც კი იქნება გამართლებული.
პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ ზედიზედ ოთხ გასვლით შეხვედრაში “ბარსელონამ” მხოლოდ ორში მოახერხა, არ წაეგო, ვერცერთი მოიგო და სულ 2 გოლი გაიტანა. საშინაო და გასვლით მატჩებში ასეთ სხვაობას მხოლოდ ფეხბურთელების დონეს ვერ დავაბრალებთ. ვერც იმას, რომ ლიონელ მესი ტრავმირებული იყო – გავიხსენოთ, რომ “ლივერპულმა” სრულად ჯანმრთელი “ბარსელონას” შემადგენლობის განადგურება ლიდერების გარეშე მოახერხა.
ამას ემატება გაუგებარი ტაქტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც სამწვრთნელო საქმეში არც ისე ჩახედული გულშემატკივრისთვისაც არ არის ძნელი შესამჩნევი.
ბოლო სამ თამაშში მეტოქე ფრენკი დე იონგის პასების დაბლოკვაზე აკეთებს აქცენტს, ვალვერდეს მხრიდან კი შეტევის ალტერნატიული მეთოდის დემონსტრირებას უშედეგოდ ველით.
კარლეს ალენია, რომელმაც პირველ ტურში თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, მოულოდნელად გაქრა და განაცხადში აღარ ხვდება. მას ტრავმა არ მიუღია.
ფეხბურთელი, რომლის გაყიდვაც პირადად ვალვერდეს და კლუბის გეგმებში შედიოდა – ივან რაკიტიჩი – არის მოთამაშე, რომელსაც ზედიზედ ორი ცუდი შედეგის შემდეგ ნახევარდაცვას ანდობენ, არტურ მელოს კი, რომელიც თავის შესაძლებლობებს ყოველთვის ამტკიცებს, არ ენდობიან.
ცუდი თამაშის დროს გუნდის გადარჩენა 16 წლის შემტევს ევალება, რომლის დებიუტი წელს არც კი განიხილებოდა, სეზონის დასაწყისში ტრავმები რომ არა – ანსუ ფატი ჯერ იმ “ბარსა ბ”-ს წევრიც არ არის, რომელსაც, “ბარსელონა”, როგორც წესი, არ ენდობა.
აშკარაა, რომ შემადგენლობა სწორად არაა დაბალანსებული, დაცვის ხაზზე პრობლემებია, “ბარსელონას” აბსოლუტურად გაუგებარი სატრანსფერო პოლიტიკა კი საქმეს კიდევ უფრო აფუჭებს.

როცა გუნდში ასეთი მდგომარეობაა, გადაწყვეტილებები კლუბის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ჟოზეპ ბართომეუ, რომელმაც წინა სეზონის ბოლოს ვალვერდეს სრული ნდობა გამოუცხადა (ისევე, როგორც ლიონელ მესიმ), მისთვის ნაკლებად დამახასიათებელი რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას “ბილბაოსთან”, “დორტმუნდთან” და თუნდაც “გრანადასთან” ნაჩვენები შედეგის გამო აპირებს. მეტიც, “ბარსელონას” შეუძლია ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას პირველივე წრეში გამოეთიშოს, ყველა საშუალოზე მაღალი დონის ევროპულ გუნდთან სტუმრად განადგურდეს – ეს ბართომეუს ნდობაზე ვერ იმოქმედებს. რადგან ჩვენი პრიორიტეტი ყველაფრის მოგებაა, კოპა დელ რეის კი ჩემპიონთა ლიგაზე ნაკლებ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.
ასე რომ, ამ სეზონის მიმდინარეობისას იმის შანსი, რომ ერნესტო ვალვერდე თანამდებობას დატოვებს, არ არსებობს, თუ თავად მწვრთნელს და პრეზიდენტს შორის უთანხმოება არ მოხდება, ხოლო ამის შანსი კი კიდევ უფრო მცირეა. ანუ, შეგიძლიათ გაბრაზებულ გულზე “ბარსელონას” კიდევ უფრო დიდ წაგებას არ უგულშემატკივროთ, ჩემპიონთა ლიგაზე კი, მაგალითად, “მანჩესტერ სიტის” თამაშებს უყუროთ.
რაც შეეხება სეზონის ბოლოს – დიდი ალბათობით, ბართომეუს ვალვერდეს გაშვება მოუწევს, რადგან ამ დროს კონტრაქტის გახანგრძლივება ნამდვილად ზედმეტი იქნება. თუმცა, გამორიცხული არაფერია.
ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი ცვლილება 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მაინც ვერ მოხდება. ვალვერდეს შემცვლელ ახალ მწვრთნელზე იმედების დამყარებაც ძნელი იქნება, თუ ის მთლიანად ჟოზეპ ბართომეუს ინტერესებს გაატარებს.
იქამდე, იმედი დავიტოვოთ, რომ ასაკის მომატებასთან ერთად გუნდის კაპიტანი ფორმას არ დაკარგავს.





ეს კომენტარი როგორ გაატარეთ???😂😂😂 მაგარი გააძროო🤣🤣
რა გახდა ეს ვალვერდე ამის სულელი დედას შე ცი
აბა რა ძმაო
ნამდვილად
ქართველებო…! ნუ შევურაცყოფთ ერთმანეთს…ბარსას – კატალონიელ… ფანებს-ფან კლუბს თუ მეტის თავი-გაგება არ აქვთ…მოსტ@ათ დედები. ვისკა ბარსა. საქართველო უპირველესყოვლისა!!!
1)ძაან ღლეობა სტატიაა
2)ასე თუ№განაგრძო ბქრთომეუ ყ-ლე კიარა გაუშვებს დდ როცა ბიზნეს ვინმე სა,ფრთხეს უქმნუს იმას აჯმევიებენ იქიდან.
3)ფეხბურთელები ვერ გამოვლენ და იტყვიან არგვინდა ვალვერდეო ეს არაპროფესიონალური საქციელია სპორტსმენისგან,
4)თუ გუნდი ასე თამაშს განაგრძობს ვალოდიას გაუშვებენ
5)გუნდში უნდა მოვიდეს ან რაიკარდი ან ტენ ჰააგი ან კიდე კლოპი.
კონფლიქტები წავა გუნდში, თან ეგ საერთოდ გააფუჭებს ფრენკის და არტურს. არაა მაგის სტილი ტექნიკური ნახევარმცველებით თამაში, მაგის 2 საყრდენიანი ტაქტიკა არ მგონია კარგი იყოს. მარა ვალვერდეს რო ყველა შემთხვევაში ჯობია 2 აზრიც არაა. რეგენერაცია უნდა კარიერის და ბარსა სწორი ადგილი იქნებოდა მაგისთვის. პროსტა მთელი გულით მეზიზღება და რა ვქნა. ვალვერდეზე მეტად არა მარა მეზიზღება იმ ყველაფრის მერე რაც 2012 ში აკეთა. კიდე ერტი არასწორი მწვრთელი და ეს გუნდიც შემზიზღდება უკვე მთლიანად. ამოვიდა ხელში ეს იმედაგცრუება. თან როცა ვხედავ რო გუნდის 70% და მთლიანად ხელმღძვანელობას სულ კიდიათ გუნდი.